ახალი ამბები

კალასი საქართველოს მიმართ გაგზავნილ წერილზე: დრო აგვისტომდეა, წინააღმდეგ შემთხვევაში — შედეგები იქნება

ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის მაღალი წარმომადგენელი, კაია კალასი, განმარტავს წერილის შინაარსს, რომელიც ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გაგზავნილ რეკომენდაციებს შეიცავს. როგორც კალასი ამბობს, აღნიშნული პირობების შესასრულებლად კონკრეტული ვადაცაა განსაზღვრული — 2025 წლის აგვისტოს ბოლო.

„საქართველოს გაეგზავნა წერილი, რომელიც მოიცავს კონკრეტულ რეკომენდაციებს. მაგალითად, ვალდებულებებს ფუნდამენტური უფლებების დაცვასთან დაკავშირებით — გამოხატვისა და შეკრების თავისუფლება, პირადი ცხოვრების დაცვა, საჯარო საქმეებში მონაწილეობის უფლება და დისკრიმინაციის აკრძალვა. ეს მხოლოდ ერთ-ერთი პუნქტია — სულ ცხრა ძირითადი მოთხოვნა არსებობს,“ — განაცხადა კალასმა.

მისი თქმით, ევროკავშირს მკაფიოდ აქვს განსაზღვრული, რომ თუ აღნიშნული პირობები არ შესრულდება, ამას კონკრეტული შედეგები მოჰყვება.

„ჩვენი ამოსავალი წერტილი ყოველთვის იყო, რომ არ გვინდა ზიანი მივაყენოთ ქართულ ხალხს უვიზო მიმოსვლის გაუქმებით. ეს მართლაც მნიშვნელოვანია მათთვის. მაგრამ თუ ქვეყანას ენიჭება ასეთი სარგებელი — ბონუსი — ევროკავშირში შესვლის გზაზე, ის ვალდებულია, დააკმაყოფილოს გარკვეული სტანდარტები. წინააღმდეგ შემთხვევაში, საზოგადოებამაც უნდა დაინახოს, რომ მთავრობა არ დგას ევროპულ გზაზე და კანდიდატის სტატუსს სერიოზულად არ აღიქვამს“, — განაცხადა კალასმა.

კალასმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ოპოზიციონერი ლიდერების დაპატიმრებაზე და აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯები ეწინააღმდეგება ევროკავშირის ძირითადი რეკომენდაციების სულისკვეთებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.