ახალი ამბები

გრუნის ახალი პარტნიორი – ორგანიზაცია „გლოუ საქართველო“

გრუნის ახალი პარტნიორი – ორგანიზაცია „გლოუ საქართველო“

2023 წლის 15 მარტს, გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა თანამშრომლობის მემეორანდუმი გააფორმა ორგანიზაცია „გლოუ საქართველოსთან”. ორგანიზაციის მიზანია, გოგონებს დაეხმაროს, განივითარონ ლიდერის უნარები და ჰქონდეთ თანაბარი შესაძლებლობები. მისია ხორციელდება არაფორმალური განათლების საკითხებზე ზაფხულის და ზამთრის ბანაკების, ელჩის პროგრამებისა და სხვა პროექტების განხორციელებით.

გლოუს კურსდამთავრებულები აქტიურად თანამშრომლობენ უნივერსიტეტთან სხვადასხვა პროექტის ფარგლებში. წელს, პირველად, გრუნის პროექტის „Teen Academy”-ის 5 გამარჯვებული მონაწილეობას მიიღებს გლოუს საზაფხულო ბანაკში.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ინა ჟირარი, გლოუს დირექტორი და დამფუძნებელთა საბჭოს წევრი და სოფია ქამუშაძე, გლოუს დამფუძნებელთა საბჭოს წევრი. მათ მოკლედ წარადგინეს თავიანთი ორგანიზაცია და ისაუბრეს განხორციელებული პროექტების შესახებ. გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა მამუკა თავხელიძემ იმედი გამოთქვა, რომ უნივერსიტეტსა და გლოუს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო გაღრმავდება.

მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ ვიცე-რექტორმა გიორგი მირიანაშვილმა, რექტორის მრჩეველმა ანა აბესაძემ და სტრატეგიული განვითარებისა და მარკეტინგული კვლევის სამსახურის უფროსმა, მერი ლომიამ სტუმრებს კამპუსი, ბიბლიოთეკა, კრიმინალისტიკის ლაბორატორია და მულტიმედიაცენტრი დაათვალიერებინეს.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.