საქართველოში საშუალო ხელფასი, რომლითაც შეიძლება იცხოვრო, 1770 ლარია – ახალი კვლევა

ახალი საერთაშორისო კვლევის თანახმად, საქართველოში „საცხოვრებელი ხელფასი“, – ანუ ხელფასი, რომლითაც თვის განმავლობაში შეიძლება ადამიანმა იცხოვროს, – 1770 ლარია.

კვლევის ავტორების თანახმად, ეს მონაცემი, – რაც წარმოადგენს ტიპიურ ოჯახში ერთი მშრომელი ადამიანის „საცხოვრებელ ხელფასს“, – ეფუძნება მთლიანად საქართველოს ქალაქებისა და სოფლების მონაცემების საშუალოს.

მონაცემები ორგანიზაცია Wage Indicator-მა შეაგროვა და გაანალიზა.

1770 ლარი არის დარიცხული (დაუბეგრავი) შემოსავალი (გადასახადებისა და საპენსიოს დაქვითვამდე).

უფრო დაზუსტებული მონაცემები, ქალაქებისა და რეგიონების მიხედვით ჩაშლილი, ამ ეტაპზე უფასოდ ხელმისაწვდომი არ არის.

საცხოვრებელი ხელფასის მეთოდოლოგია არაერთ ასპექტს ითვალისწინებს, მათ შორის:

  • კვება,
  • ტანსაცმელი,
  • საცხოვრებელი,
  • განათლება,
  • ჯანდაცვა,
  • ტრანსპორტირება,
  • სხვა საჭიროებები,
  • მოულოდნელი ხარჯები.

WageIndicator Foundation-ი მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში ატარებს მსგავს კვლევას. ეს მონაცემები, ავტორების თანახმად, გამოთვლილია 2022 წლის ოქტომბერში.

„ღირსეული შრომის პლატფორმა“, – რომელმაც Wage Indicator-ის მონაცემები გაასაჯაროვა, – აცხადებს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში არსებული ხელფასები ამჟამად საცხოვრებელ ხელფასზე გაცილებით დაბალია.

კერძოდ, ორგანიზაციის ცნობით, კანონმდებლობით განსაზღვრული მინიმალური ხელფასი თვეში 20 ლარია და 1999 წლის შემდეგ არ განახლებულა.

ამასთან, სახელმწიფოს მონაცემების თანახმად, მედიანური ხელფასი- თანხა, რომელიც მშრომელებს ორ თანაბარ ჯგუფად ყოფს – 2021 წლისთვის თვეში 900 ლარი იყო.

„ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულთა 50% ამ თანხაზე ნაკლებს იღებს“, – აცხადებს „ღირსეული შრომის პლატფორმა“.

ამასთან, საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი 2021 წელს 1305 ლარი იყო, – „საცხოვრებელ ხელფასზე“ გაცილებით დაბალი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.