სახელმწიფო სასწავლო გრანტის სხვა უნივერსიტეტში გადატანის წესში ცვლილებაა
„სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გაცემისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის გადატანის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში ცვლილება განხორციელდა.
როგორც დღეს, 14 დეკემბერს გამოქვეყნებულ ბრძანებაში ვკითხულობთ, ცვლილება შეეხებათ იმ დაწესებულების სტუდენტების გრანტების დაანგარიშებას, რომლებმაც დაკარგეს ავტორიზაცია ან დაკარგეს საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლება აკრედიტაციაზე უარის თქმის/აკრედიტაციის გაუქმების გამო და 2018 წლის შემოდგომის სემესტრის რიგგარეშე მობილობით ჩაირიცხნენ სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ასევე, როგორც ბრძანებაში წერია, იმ პირების გრანტები, რომლებმაც 2018-2019 სასწავლო წელს მოიპოვეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, თუმცა ვერ ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, ამ დაწესებულებისათვის ავტორიზაციის გაუქმების გამო და შემდგომ, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ჩაირიცხნენ სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე, დაანგარიშებულ იქნეს ამ წესის მე-5 მუხლის მიხედვით, სისტემის 2018 წლის 14 დეკემბრის მონაცემებზე დაყრდნობით.
თუ როგორ დაანგარიშდება ზემოცსენებულ პირთა გრანტები განხორციელებული ცვლილების საბუძველზე, იხილეთ მინისტრის ბრძანებაში.
ასევე იხილეთ: