ახალი ამბები

პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილთან არ შეგვიშვეს – ნიჟარაძე

პირველი შემთხვევაა, როდესაც სააკაშვილთან არ შეგვიშვეს – ნიჟარაძე

მიხეილ სააკაშვილის შვილის დედა, მომღერალი სოფო ნიჟარაძე აცხადებს, რომ ის და მისი შვილი  სააკაშვილის მოსანახულებლად არ შეუშვეს.

სოფო ნიჟარაძე და ელის მარია სააკაშვილი კლინიკა „ვივა მედში“ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად დღეს, 29 დეკემბერს, იყვნენ მისულები.

სოფო ნიჟარაძის თქმით, ეს პირველი შემთხვევაა, როცა ისინი სააკაშვილთან არ შეუშვეს.

„ეს პირველი შემთხვევა არის, როდესაც არ შეგვიშვეს. ძალიან გამიკვრიდა სხვათაშორის, იმიტომ, რომ ჩვენ აქამდე გვქონდა შესაძლებლობა მასთან შესვლის და მისი მონახულების. ორი კვირის წინანდელი სიტუაციით თუ ვიმსჯელებთ, როდესაც ჩვენ ბოლოს ვიყავით, ის უკვე ძალიან მძიმედ იყო. ძალიან მძიმე იყო მისი ნახვა ჩვენთვის და მიუხედავად ყველანაირი მცდელობისა, კლინიკაც ყველაფერს ცდილობს, რა თქმა უნდა, მისი მდგომარეობა დადებითი დინამიკისკენ არ მიდის. უარყოფითი დინამიკა არის“,- განაცხადა სოფო ნიჟარაძემ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.