საკომუნიკაციო უნარების განვითარების უფასო კურსი აბიტურიენტებისთვის
იმისათვის რომ 21-ე საუკუნეში წარმატებას მიაღწიო, კომუნიკაციის უნარების მუდმივი განვითარება აუცილებელი პირობაა. ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლა და აბიტურიენტების კლუბი წარმოგიდგენთ ტრენინგ-კურსს, საკომუნიკაციო უნარების განვითარება.
კურსი მოიცავს ოთხ 2 საათიან შეხვედრას:
4 თებერვალი: გაცნობითი შეხვედრა, SMART მიზნები, პირადი SWOT ანალიზი და მისი გამოყენება კარიერული განვითარების პროცესში;
11 თებერვალი: CV, სამოტივაციო წერილი და გასაუბრება;
18 თებერვალი: პრეზენტაციის ტექნიკები და საჯარო გამოსვლის ხელოვნება;
25 თებერვალი: Google/One Drive ონლაინ სერვისები.
ტრენინგ-კურსს გაუძღვება მურო თაკალანძე, გაეროს ასოციაციის კომუნიკაციის მენეჯერი, სტრატეგიული კომუნიკაციების სპეციალისტი. ამავდროულად იგი 2018 წლიდან იკავებდა და იკავებს სხვადასხვა აკადემიურ თანამდებობას.
კურსი დაფინანსებულია ალტე უნივერსიტეტის მიერ, დარეგისტრირდი 2 თებერვლამდე
კურსის დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერტიფიკატი.
თუ ჯერ არ ხარ აბიტურიენტების კლუბის წევრი, შემოგვიერთდი!