ახალი ამბები

ენმ ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავს

ენმ ღარიბაშვილის სახლთან აქციას მართავს

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები და მხარდამჭერები ვაკეში, მოსაშვილის ქუჩაზე აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ აქ პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის სახლთან შეიკრიბნენ მშვიდობიანი პროტესტის გამოხატვისთვის.

როგორც პარტიაში ამბობენ, პროტესტი ამიერიდან ყოველდღიური იქნება. ადგილზე ამ დროისთვის მობილიზებულია პოლიცია.

„უნდა იცოდნენ ბიძინა ივანიშვილმაც და ირაკლი ღარიბაშვილმაც რომ, პოლიციასთან ერთად მოუწევს ძილი,“ – თქვა ადგილზე მისულმა ირაკლი ხაბეიშვილმა.


თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის, გიორგი არევაძის გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილი პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა სააკაშვილის სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ დღეიდან პარტია წყვეტს საპარლამენტო საქმიანობას და გადადის ყოველდღიური პროტესტის რეჟიმში.

ვრცლად წაიკითხეთ:

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.