ახალი ამბები

სტუდენტთა ნაწილისთვის მობილობისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების წესი შეიცვალა

სტუდენტთა ნაწილისთვის მობილობისა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების წესი შეიცვალა

მობილობასა და სტუდენტის სტატუსის შეჩერების დროს, განსხვავებული უფლებებით საქართველოში სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი და მეორე საფეხურის სტუდენტები ისარგებლებენ.

შესაბამისი ცვლილება „უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში გადასვლის წესისა და საფასურის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში უკვე აისახა და გუშინ, 23 თებერვალს გამოქვეყნდა.

გადაწყვეტილების თანახმად, სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერების საფუძვლები განისაზღვრება „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით, რომელიც ამ სტუდენტებისთვის უკვე ამგვარად ჩამოყალიბდა:

„მობილობის უფლება სტუდენტს წარმოეშობა უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე სწავლების ერთი წლის შემდეგ. სწავლების პერიოდში არ შედის ის დრო, რომლის განმავლობაშიც პირს შეჩერებული ჰქონდა სტუდენტის სტატუსი. აღნიშნული არ ვრცელდება სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების იმ სტუდენტზე, რომელსაც სტატუსი შეუჩერდა „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 43-ე მუხლის მე-15 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში მითითებული საფუძვლებით. თუ დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია, საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება ან თუ სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს შეუწყდა სტატუსი, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად“.

როგორი იქნება მობილობისა და სტატუსის შეჩერების პროცედურა ამ სტუდენტებისთვის:

– სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს სტატუსის შეჩერების უფლება ექნება, უცხო ქვეყანაში, თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე, იმ შემთხვევაში თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერების აუცილებლობა ინიცირებული იქნება იმ ადმინისტრაციული ორგანოსაგან, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ასევე სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა ორსულობის, მშობიარობის, ბავშვის მოვლისა ან/და სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტს ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში – სამხედრო სამსახურისათვის შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე.

– სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს მობილობით სარგებლობის უფლება ექნება ასევე, საგამონაკლისო შემთხვევაში – ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, როდესაც იგი ვეღარ შეძლებს დააკმაყოფილოს სამხედრო მოსამსახურისათვის დადგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის მოთხოვნები. გარდა ამისა, სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით, პირს რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შემთხვევაში, მიზანშეწონილია შეუწყდეს სტუდენტის სტატუსი შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, ვინაიდან პროგრამის მიზნობრიობა კარგავს არსებით მნიშვნელობას და სახელმწიფოს მიერ გაღებული ფინანსური და მატერიალური რესურსი ვერ იქნება შედეგის მომტანი იმ სახელმწიფო დაწესებულებებისათვის, რომელმაც წარადგინა პირი აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სასწავლებლად.

ბრძანება, რომელსაც განათლების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აწერს ხელს, უკვე ძალაშია.

ამავე თემაზე:

რომელ სტუდენტებს მიენიჭებათ განსხვავებული უფლებები მობილობისა და სტატუსის შეჩერებისას – საკანონმდებლო ინიციატივა

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.