ახალი ამბები

„სამწუხაროა, რომ ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება“ — პაპუაშვილი ტურაშვილზე

„სამწუხაროა, რომ ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება“ — პაპუაშვილი ტურაშვილზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მწერალ დავით ტურაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთნ დაკავშირებით აცხადებს, რომ „ეს არის შედეგი იმ ზიზღის კამპანიის“, რომელიც სამწუხაროდ, სოციალურ მედიაში მიმდინარეობს.

დათო ტურაშვილი „რუსული კანონის” კრიტიკის გამო მის წინააღმდეგ აგორებულ დეზინფორმაციულ კამპანიას ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გამოეხმაურა. ემოციური გამოსვლის შემდეგ ის შეუძლოდ გახდა. პაპუაშვილი უარყოფს, რომ ზიზღის კამპანია ხელისუფლების მიერ არის წახალისებული.

„ძალიან სამწუხაროა, რომ მას ასე ემოციურად მოუწია ამ ყველაფრის მიღება და ვუსურვებ, რომ მალე გამოჯანმრთელდეს და მოძლიერდეს. ამავე დროს, რთულია არ დაინახო ის ფარისევლობა, რომელიც იმავე ტელევიზიაში, რომელშიც [ტურაშვილი] გამოდიოდა, იმავე სტუდიაში თუ გვერდზე სტუდიაში ხდება, ის გესლი, რომელიც ასეთი მედიიდან მოედინება… გაიხსენეთ თორნიკე შენგელიას ამბავი, ხვიჩა კვარაცხელიას ამბავი… შემთხვევით იგივე სტუდიებიდან ხომ არ მიდიოდა ამ ადამიანების მორალური განადგურების მცდელობა? ყველაზე დიდი ფარისევლობაა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც ამ გესლს საზოგადოებას აწვეთენებენ და ცდილობენ, რომ შხამი შემოიტანონ ქართულ პოლიტიკაში და საზოგადოებაში, რომ აღშფოთდებიან ხოლმე. ადამიანები, რომლებიც სხვებს მორალურად ანადგურებენ, შემდეგ წუხან სხვა ადამიანებზე“, — განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მანამდე მან თქვა, რომ რაც უცხოური გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის მომხრეების მიმართ მიმდინარეობს, არის „ფაშიზმი და სეგრეგაცია“.

„ზიზღის კამპანია მიმდინარეობს, რაც ფაშიზმის თანამედროვე სახეა. სეგრეგაცია ხდება სხვადასხვა ადამიანის მხრიდან, მათ შორის ყოფილი სახალხო დამცველი [ნინო ლომჯარია] არის ამ ზიზღის კამპანიის ფლაგმანში. ვნახეთ ერთკვირიანი კასკადი გესლისა, რომელიც ამ ჯგუფების მხრიდან მოედინებოდა. შეუძლებელია აღიწეროს ის სიმწვავე და წნეხი, რაც მაშინ კოორდინირებულად ვრცელდებოდა… ვნახეთ ასევე 1000-ლარიანი ახალგაზრდები — მათი ამა თუ იმ ლექტორთან შეშვება ხდება აუდიტორიაში. ირაკლი კობახიძის ლექციის ჩაშლის მცდელობა იყო. ეს იყო ადამიანი, რომელიც არც თსუ-ის სტუდენტია და სადაც სტუდენტი იყო, იქაც შეჩერებული აქვს სტატუსი. პოლიტიკურად ანგაჟირებული 1000-ლარიანი ახალგაზრდები ცდილობენ „ნაციონალური მოძრაობის“ კოორდინირებით, ადამიანები ზიზღის ობიექტები გახადონ. ოპოზიცია ცდილობს, ამ გარემოში გვამყოფოს და სეგრეგაცია და თანამედროვე ფაშიზმი დაამკვიდროს“, —  განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.