ახალი ამბები

ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება ავიღეთ — ზელენსკი

ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება ავიღეთ — ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ხარკოვის ოლქში 30-ზე მეტი დასახლება აიღეს.

„ჩვენი არმია, დაზვერვა და უშიშროება წარმატებით აგრძელებენ აქტიურ ოპერაციებს რამდენიმე ოპერატიულ ზონაში. ამჟამად შეიარაღებულმა ძალებმა გაათავისუფლეს და აკონტროლებენ 30-ზე მეტ დასახლებას ხარკოვის რეგიონში. რეგიონის ზოგიერთ სოფელში მიიღება ზომები ტერიტორიის შესამოწმებლად. ყველგან ვაბრუნებთ უკრაინის დროშას და ჩვენი ხალხის დაცვას“, — განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.

მისივე ინფორმაციით, სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონბასში და ქვეყნის სამხრეთით.


უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე კონტრშეტევა წამოიწყეს და კიევის ცნობით, უკვე დაიბრუნეს 1000-ზე მეტი კვადრატული კილომეტრი ხარკოვისა და სამხრეთ ბუჟის მიმართულებებით. 8 სექტემბერს პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაადასტურა ინფორმაცია ხარკოვის ოლქის ქალაქ ბალაკლეას გათავისუფლების შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.