როგორ შევძლოთ მოსწავლეებში სამართლებრივი კულტურის ფორმირება – მაგალითები სამოქალაქო განათლების პედაგოგისგან
ავტორი: ქიარიმ გუმბათოვი, სამოქალაქო განათლების წამყვანი მასწავლებელი, საჯარო მმართველობის დოქტორი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
სკოლის მოსწავლის სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბება მის სოციალურ და სამართლებრივ გარემოში გაცნობის კომპლექსურ პროცესს წარმოადგენს, რომელზეც მრავალი განსხვავებული ფაქტორი ახდენს გავლენას. სოციალურ-სამართლებრივი ცნობიერება ფორმირებას იწყებს მოზარდობის ასაკში. თავდაპირველი იდეა და გაგება ისეთი ცნებების შესახებ, როგორიცაა კანონი, წესრიგი, თავდაპირველად ოჯახში ვითარდება, ხოლო შემდეგ კი სკოლაში. არასრულწლოვანთა სამართლებრივი განათლება მნიშვნელოვან როლს თამაშობს თანამედროვე საზოგადოებაში. მოზარდებში სამართლებრივი კულტურის სწორი და დროული განათლება და, შესაბამისად, მორალურად ზნეობრივი ორიენტირები, ხელს შეუწყობს ბავშვში ინდივიდუალობის გამომუშავებას, მისი ძლიერი სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბებას და ადეკვატურ განვითარებას.
სკოლის მოსწავლისა და მასწავლებლის სამართლებრივი კულტურის მოდელი
რა არის სამართლებრივი კულტურის კომპონენტები:
1. კოგნიტური: ნორმატიულ-სამართლებრივი დოკუმენტების ცოდნა (ცოდნა ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის, სამოქალაქო სამართლის სფეროდან, საკუთარი კანონიერი უფლებებისა და ინტერესების იურიდიული დაცვის შესაძლებლობების, პროცედურებისა და მოთხოვნების ცოდნა).
პედაგოგის მაჩვენებლები – ცოდნის სწორი გამოყენება, მათი ურთიერთკავშირი და გადაყვანა (ცოდნის გამოყენება სხვადასხვა სიტუაციებში).
მოსწავლეების მაჩვენებლები – სამართლებრივი ცოდნისა და წარმოდგენების ათვისების მოცულობა და სიღრმე.
მაგალითად, შესაძლებელია კლასში სასამართლო პროცესის გადაწყვეტილების მიღების ინსცინირება და მიღების პროცედურა. ასევე, კლასის ძირითადი წესის შექმნა სახელწოდებით – კლასის კონსტიტუცია. ასევე, ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისთვის განცხადებით მიმართვა.
2) ემოციურ-ფსიქოლიგიური: სამართლებრივი შეხედულებებისა და მოსაზრებების არსებობა, საზოგადოების სამართლებრივი სფეროს, საკუთარ საქმიანობაში სამართლებრივი ასპექტების ამოცანებისა და მნიშვნელობის ადეკვატურ გაგების საშუალებას აძლევს. ეხმარება, სწორად განმარტოს უფლებები და მოვალეობები, გაიგოს მათი საზღვრები, სამართლებრივი პასუხისმგებლობა და მათი საქმიანობის განხორციელების აუცილებლობა კანონების დარღვევის გარეშე. კანონის მოთხოვნების აღიარება, მათი პატივისცემა, როგორც უმაღლესი ღირებულებების, რომლებიც ნორმატიულად ადასტურებენ მორალს და იცავენ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს.
მოსწავლეების მაჩვენებლები: დამოკიდებულება სამართლისადმი, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისადმი; დამოკიდებულება სამართლებრივი ნორმების დარღვევისა და სამართალდამრღვევთა მიმართ; მოსწავლის სამართლებრივი იდეალები.
მაგალითად, შესაძლებელია სასწავლო ტურების, ექსკურსიების ჩატარება შესაბამის სახელმწიფო, მუნიციპალურ და სამართალდამცავ უწყებებში. ამას კი მოჰყვება დავალება – სასწავლო ტურის შესახებ ესეს დაწერა. მოსწავლეები დაწერენ მათი შთაბეჭდილებების შესახებ.
3) მოტივაციურ-ღირებულებითი: სამართლებრივი სწავლების, სამართლებრივი განათლების და სამართლებრივი თანააღზრდის მიზამიმართული საქმინობის მიზნებზე ორიენტირებული საქმიანობის არსებობა სამართლებრივ სწავლებაში, სამართლებრივი განათლებასა და სამართლებრივი თვითგანათლებაში, რომელიც ეფუძნება ჰუმანურ დამოკიდებულებას და პიროვნულ მზადყოფნას ამ სახეობის საქმიანობის მიმართ.
პედაგოგის მაჩვენებლები – დადებითი ემოციური დამოკიდებულება კანონის მოთხოვნების შესაბამისი საქმიანობის მიმართ, სამართლებრივ საკითხებზე ცოდნის გაღრმავების, პიროვნული თვისებებისა და უნარების გაუმჯობესების სურვილი.
მოსწავლეების მაჩვენებლები – მოსწავლის სამართლებრივი იდეალები; რწმენა საკუთარი სამართლებრივი პოზიციის სისწორეში
მაგალითად, შესაძლებელია სასამართლო პროცესის ინსცინირება, გაკვეთილის თემის კონტექსტზე დაყრდნობით სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული საქმის წარმოება.
4) ქცევითი: სამართლებრივი ცნობიერების განვითარების დონე, ჩამოყალიბებული პიროვნული თვისებების არსებობა, რომლებიც უზრუნველყოფენ სამართლებრივ ქცევას; სამართლებრივი კულტურის დამოუკიდებლად ჩამოყალიბების მოტივები, საკუთარ თავზე მუდმივი მუშაობა, ასევე სამართლებრივი კომპეტენციისა და კულტურის უწყვეტი გაუმჯობესების აუცილებლობა.
პედაგოგის მაჩვენებლები – შეძენილი სამართლებრივი ცოდნისა და უნარების ეფექტური გამოყენება, მიზანშეწონილობა, სიცხადე, სიზუსტე, მოვალეობების დროული შესრულება, სასკოლო განათლების განსახორციელებლად აუცილებელი იურიდიული უნარ-ჩვევების ფლობა, მათი განხორციელების შემოქმედებითი მიდგომა.
მოსწავლეების მაჩვენებლები – სამართლებრივი ქცევა, სამართლებრივი აქტივობა.
მაგალითად, შესაძლებელია სამართლებრივ სფეროში სასკოლო ოლიმპიადის ჩატარება, სასკოლო კონფერენციის გამართვა, ინტელექტუალური თამაშების გამართვა, ადამიანის უფლებების, გენდერული თანასწორობის, ბავშვთა უფლებების, ქვეყნის კონსტიტუციის შესახებ გამოფენების მოწყობა. ღონისძიების თემები დაეთმობა ეროვნული და საერთაშორისო თარიღებს.
ზემოაღნიშნულზე დაფუძნებით, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ სკოლის მოსწავლის სამართლებრივი კულტურის კომპონენტებია ერთიანობაში მყოფი კოგნიტური, ემოციურ-ფსიქოლოგიური, მოტივაციურ-ღირებულებითი და ქცევითი კომპონენტები. ამასთან დაკავშირებით, პრაქტიკა მკაცრად კარნახობს სკოლის მოსწავლეებისთვის სამართლებრივი განათლების სისტემის შექმნის აუცილებლობას, რომელიც მიზნად ისახავს მორალური და სამართლებრივი ღირებულებებისა და პრინციპების ათვისებაზე დაფუძნებული დემოკრატიული სამართლებრივი კულტურის ჩამოყალიბებას.
გასათვალისწინებელია, რომ მოსწავლის სამართლებრივი კულტურა არის თვისება, რომელიც ყალიბდება არსებული სამართლებრივი ცოდნის, წარმოდგენების, შეხედულებების, ინტერესებისა და იდეალების, მოთხოვნილებების, მოტივების საფუძველზე, რომლებიც გამოიხატება მოსწავლის სამართლებრივ ურთიერთობებში საზოგადოების, კოლექტივის მიმართ, მორალურ და ნებაყოფლობით თვისებება, სამართლებრივი შესაძლებლობები, უნარები და ჩვევები სხვა ადამიანთან და საკუთარ თავთან მიმართებაში.
ამგვარად, სკოლის გამდიდრებული საგანმანათლებლო სივრცე სამართლებრივი კულტურის კომპონენტებით უზრუნველყოფს სკოლის მოსწავლეების მიერ სამართლის საფუძვლების ათვისებას, იურიდიული წიგნიერებით გამდიდრდებას, ნასწავლის ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოყენების უნარს, ვინაიდან აღნიშნული ცოდნა თან ახლავს მოსწავლეებს მთელი სასწავლო პროცესის განმავლობაში, ასევე იქნება წიგნიერი და კომპეტენტური პიროვნების განვითარების განუყოფელი პროცესი.
სკოლის მოსწავლეების სამართლებრივი კულტურის ფორმირების პროცესი შეიძლება განხორციელდეს სხვადასხვა ფორმით. აქ მოცემულია რამდენიმე მათგანის მაგალითი:
- სწავლება სკოლაში, სამოქალაქო განათლებისა და სამართლის საფუძვლების გაკვეთილებზე: ამ გაკვეთილებზე მოსწავლეები იძენენ ცოდნას კანონებისა და სამართლებრივი სისტემის მუშაობის შესახებ, სწავლობენ თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას.
- განათლება კლასგარეშე აქტივობების დროს: კლუბები, წრეები, ექსკურსიები, სასწავლო ტურები, ტრენინგები, კურსები, სემინარები. ასეთ მეცადინეობებზე იმართება დისკუსიები, მრგვალი მაგიდები, სამართლის სხვადასხვა დარგის დეტალური მიმოხილვა და შესწავლა.
- სამართლებრივი თვითგანათლება: მაღალი კლასის მოსწავლეებს შეუძლიათ, დამოუკიდებლად მიიღონ ინფორმაცია სასწავლო ლიტერატურის, საცნობარო სისტემებისა და ელექტრონული რესურსების კითხვით. ასევე, მათ შეუძლიათ, მიღებული ინფორმაციის დამოუკიდებლად გააზრება და სამართლებრივი ფენომენების არსში ჩაღრმავება.
ასევე იხილეთ:
„ნუ შეეცდები მათთან დამეგობრებას – რჩევები, ანუ მითითებები ჩემი კლასის მომავალ დამრიგებელს“