ახალი ამბები

[საპარლამენტო ცხოვრებას] ვაჩვევთ, ახლა I კლასში არიან – სამხარაძე ოპოზიციაზე

[საპარლამენტო ცხოვრებას] ვაჩვევთ, ახლა I კლასში არიან – სამხარაძე ოპოზიციაზე

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ნიკოლოზ სამხარაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია, რომელიც საგამოძიებო კომისიის შექმნის გამო პარლამენტის სხდომებს ესწრება, ნელ-ნელა საპარლამენტო ცხოვრებას ეჩვევა.

მისი თქმით, ახლა ოპოზიცია პირველ კლასშია და ნელ-ნელა გაიზრდება.

„მე ძალიან მახარებს, რომ 2023 წლის აპრილში, ორწელიწადნახევრის შემდეგ, რაც ეს პარლამენტი შეიკრიბა, ჩვენ ვხედავთ სავსე დარბაზს. ძალიან კარგია და მიხარია, რომ გუშინ მინისტრის საათზე ოპოზიცია მობილიზებული იყო და თავიდან ბოლომდე მოუსმინეს მინისტრს, კითხვებიც კი დაუსვეს. შესაბამისად, თუ ასე გააგრძელებენ კარგი იქნება საპარლამენტო ცხოვრებისთვის. [საპარლამენტო ცხოვრებას] ჯერ ვერ მივაჩვიეთ, ვაჩვევთ ნელ-ნელა, ეს მხოლოდ დასაწყისია, ისინი ახლა პირველ კლასში არიან და ნელ-ნელა გაიზრდებიან და იმედი მაქვს, რომ 2024 წლის ბოლომდე მე-12-ე კლასსაც დახურავენ. 2024 წლის ბოლომდე კენჭისყრები, ალბათ, ჩატარდება, რა თქმა უნდა, მე არ ვიცი როგორ მოახერხებენ ისინი 2024 წლის ბოლომდე მობილიზაციას“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.


საქართველოს პარლამენტში რამდენიმე დღეა, ვერ ხერხდება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც სასამართლო სისტემაში კორუფციული და სხვა სახის სავარაუდო სამართალდარღვევები უნდა შეისწავლოს.

საგამოძიებო კომისიის შექმნის ინიციატორი საპარლამენტო ოპოზიციაა, მოწინააღმდეგე კი, „ქართული ოცნების“ უმრავლესობა. ამიტომ, ისინი კომისიის შექმნას ხელს პროცედურული ხრიკებით უშლიან.

იმისათვის, რომ დროებითი საგამოძიებო კომისია შეიქმნას, პარლამენტში კენჭისყრა უნდა გაიმართოს და საკითხს მხარი, მინიმუმ, 50-მა დეპუტატმა დაუჭიროს. კენჭისყრამდე კი საჭიროა სხდომაზე, სადაც მას კენჭი ეყრება, ქვორუმი შედგეს, რომლისთვისაც რეგისტრაცია, მინიმუმ, 76-მა დეპუტატმა უნდა გაიაროს.

თუმცა საპარლამენტო ოპოზიციაში 76 დეპუტატი არაა. ამით სარგებლობს საპარლამენტო უმრავლესობა და იმისათვის, რომ კომისია არ შეიქმნას, კენჭისყრამდე რეგისტრაციის გავლაზე უარს ამბობს. შესაბამისად, საჭირო ქვორუმი არ იკრიბება და კომისიის შექმნას კენჭი ვერ ეყრება.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.