ახალი ამბები

სექსტრეფიკინგის გამოძიების ფარგლებში მიზოგინი ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი დააკავეს

სექსტრეფიკინგის გამოძიების ფარგლებში მიზოგინი ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტი დააკავეს

მიზოგინი ინფლუენსერი ენდრიუ ტეიტ იდააკავეს  სექსტრეფიკინგის, გაუპატიურებისა და ორგანიზებული დანაშაულის საქმეზე გამოძიების ფარგლებში.

ენდრიუ ტეიტი და მისი ძმა რუმინეთში დააკავეს. Reuters-ის ცნობით, სისხლის სამართლის გამოძიება აპრილიდან მიმდინარეობს. ტეიტი პატიმრობაში, სულ მცირე, 24 საათი იქნება. მათ სახლებში კი ჩხრეკა მიმდინარეობს.

The Guardian რუმინული საგამოძიებო უწყების განცხადებაზე დაყრდნობით წერს, რომ გამოძიების თანახმად, 4-მა ეჭვმიტანილმა (მათ შორის, ძმებმა ტეიტებმა), სავარაუდოდ, სცადა ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფის შექმნა – „ქალების რეკრუტირების, თავისუფლების აღკვეთისა და ექსპლუატირების მიზნით, რათა იძულების გზით პორნოგრაფიული კონტენტი შეექმნათ“.

დაკავებამდე 2 დღით ადრე ენდრიუ ტეიტმა ტვიტერზე ეკოაქტივისტი გრეტა ტუნბერგი „გამოიწვია“. ტეიტმა ტუნბერგს საჯარო პოსტი მიუძღვნა, სადაც წერდა, რომ მას ძალიან ბევრი მანქანა ჰყავდა და სთხოვდა ტუნბერგს, მისთვის მეილი მიეწოდებინა, რათა მანქანათა გამონაბოლქვის სრული სია გაეგზავნა.

„კი, გთხოვ, განმანათლე. შეგიძლია მომწერო ამ მისამართზე – smalldickenergy@getalife.com,“ – უპასუხა ტუნბერგმა.

მალევე ტეიტმა ტუნბერგს კიდევ ერთი მაკრიტიკებელი ვიდეო მიუძღვნა. ვიდეოში ჩანს, რომ ტეიტმა პიცა რუმინეთის ერთ-ერთ ქსელურ რესტორანში იყიდა. ტვიტერზე რამდენიმე მედია წერს, რომ სწორედ ასე მიხვდა რუმინული პოლიცია, რომ ტეიტი ქვეყანაში იმყოფება. ეს ცნობა ოფიციალურად არ დადასტურებულა.

ენდრიუ ტეიტმა პოპულარობა ბოლო რამდენიმე წელიწადში მოიპოვა. ის ცნობილია თავისი მიზოგინური გამონათქვამებით, მაგალითად, იმით, რომ ტეიტის თქმით, გაუპატიურებაში „ნაწილობრივი პასუხისმგებლობა“ მსხვერპლსაც ეკისრება. ტეიტს, რომელიც ყოფილი კიკბოქსიორია – დიდი ბრიტანეთის მოქალაქეა. რამდენიმე წლის წინ საცხოვრებლად რუმინეთში გადავიდა.

გარეკანი ფოტო: Reuters

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.