ახალი ამბები

სტატუსიან მასწავლებელთა სახელფასო დანამატის ცვლილება კანონში აისახა – ბრძანება

სტატუსიან მასწავლებელთა სახელფასო დანამატის ცვლილება კანონში აისახა – ბრძანება

„საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობისა და პირობების დადგენის თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის შესაბამისი ბრძანების პირველი მუხლით დადგენილ „საჯარო სკოლების მასწავლებელთა შრომის ანაზღაურების მინიმალურ ოდენობასა და პირობებში“ ცვლილებები განხორციელდა და 2023 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული სახელფასო მატება, დანამატები და თანხების გამოთვლის პრინციპი კანონში აისახა.

ბრძანება დღეს, 30 დეკემბერს გამოქვეყნდა და ის ძალაში 2023 პირველი იანვრიდან შედის.

იხილეთ ბრძანება და გამოთვლის წესი.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

უფროსი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;
წამყვანი მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით;
მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1475 ლარით

სპეციალური მასწავლებლები

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატის სრული ოდენობა:

უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 795 ლარით;
წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება 1175 ლარით.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 595 ლარს;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 645 ლარს;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 695 ლარს;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 745 ლარს;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 795 ლარს.

სქემით განსაზღვრული შესაბამისი სტატუსის დანამატი წამყვანი სპეციალური მასწავლებლისათვის შეადგენს:

ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 775 ლარს;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 875 ლარს;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 975 ლარს;|
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1075 ლარს;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის შემთხვევაში 1175 ლარს.

ასევე იხილეთ:

რა თანხები დაიხარჯება 2023 წელს განთლების სექტორში და რა სიახლეებია დასაქმებულთათვის – ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტი

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.