ახალი ამბები

მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

მკვლელობა გოგებაშვილის ქუჩაზე: დაკავებულს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა “დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობას” ედავება დაცვის თანამშრომელს, რომელიც თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დააკავეს. მას სწორედ ზემოხსენებული  მუხლით წარუდგინეს ბრალი.

მკვლელობა 4 მაისს მოხდა. გამოძიების ვერსიით, ბრალდებული[კ.კ.] იმყოფებოდა დასაცავი პირის ნათესავთან[გ.მ.], რა დროსაც ამ უკანასკნელს თავდამსხმელმა[გამოძიების ცნობით, ს.გ.] ცეცხლი გაუხსნა.

თავდასხმელს საპასუხო ცეცხლი გაუხსნა ბრალდებულმა, რის შედეგადაც თავდამსხმელი გარდაიცვალა.

ბრალდებული შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსი ინსპექტორია.

“გოგებაშვილის ქუჩის გადამკვეთი, ბაშალეიშვილის ქუჩიდან მოულოდნელად გ.მ.-ს მიუახლოვდა ს.გ. და ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ფეხების მიმართულებით. მიღებული დაზიანებების შედეგად, გ.მ. ძირს დაეცა. ს.გ. მიუახლოვდა ძირს დაცემულ გ.მ.-ს და კვლავ განახორციელა გასროლა მისი ფეხების მიმართლებით. ს.გ.-მ გ.მ.-ს ყველა დაზიანება ქვედა კიდურების არეში მიაყენა, რის შემდგომ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა.

მიუხედავად იმისა, რომ ს.გ.-მ შეწყვიტა სროლა გ.მ.-ს მიმართულებით, დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროსმა ინსპექტორმა კ.კ.-მ, თანნაქონი „გლოკ 17“ მოდელის ცეცხლსაროლი იარაღიდან, დამნაშავის შეპყრობისათვის აუცილებელი ზომის გადაცილებით, რამდენჯერმე გაისროლა ს.გ.-ს მიმართულებით.

მიყენებული ჭრილობების შედეგად ს.გ. ადგილზე გარდაიცვალა.კ.კ.-ს ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისათვის წარედგინა”, – წერია პროკურატურის განცხადებაში.

საქართველოს პროკურატურის თქმით, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.