ახალი ამბები

„მედუზას“ წყარო: კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მობილიზაციას განიხილავს

„მედუზას“ წყარო: კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მობილიზაციას განიხილავს

კრემლი აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან მოსახლეობის მობილიზაციასაც განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ „მედუზა“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ წყარომ, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციასთანაა დაახლოებული უთხრა, რომ უკრაინაში საბრძოლველად არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეების გაგზავნას გეგმავს, არამედ რუსთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდანაც განიხილავს. წყაროს ცნობით, საუბარია ათასობით ადამიანზე.

21 სექტემბრიდან რუსეთში ნაწილობრივი სამხედრო მობილიზაცია გამოცხადდა. ამ ეტაპზე, პუტინის განმარტებით, გაწვევა ეხებათ მხოლოდ იმ მოქალაქეებს, ვინც ამ ეტაპისთვის რეზერვში იმყოფება ან/და აქვს შესაბამისი სამხედრო გამოცდილება.

თუმცა კრემლის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნებულ ბრძანებას მობილიზაციის შესახებ ერთი საიდუმლო პუნქტი აქვს. პუტინის და შოიგუს საჯარო განცხადებებისგან განსხვავებით, უშუალოდ ბრძანებაში არსადაა ნახსენები, რომ მობილიზაციაში მონაწილეობას მხოლოდ რეზერვისტები ან/და სამხედრო გამოცდილების მქონე ადამიანები იღებენ, რაც სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ საჭიროების შემთხვევაში კრემლს ომში ყველას გამოძახება შეეძლება და არამხოლოდ 300 000 კაცის.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.