სროლა თბილისში – დაიღუპა 2 და დაიჭრა არაერთი ადამიანი

წუხელ თბილისში, ლაგუნა ვერესთან დაპირისპირება მოხდა, რასაც “მთავარი არხის’ ინფორმაციით, არაერთი ადამიანის დაშავება მოჰყვა.
შსს-ში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ დაღუპულია 2 ადამინი, ხოლო გამოძიება 2 მუხლითაა დაწყებული. განზრახ მკვლელობა და იარაღის უკანონო შენახვა/ტარება.
“მთავარი არხის” ინფორმაციით, დაპირისპირება ე.წ. ქურდულ გარჩევას უკავშირდებოდა და კიდევ 5 ადამიანია დაჭრილი, რომლებიც მკურნალობას საავადმყოფოებში აგრძელებენ.
Комментарии в Facebook