ახალი ამბები

სააღდგომო დეკორაციები, რომლის შექმნაც მეორადი ნივთებისგან შეგიძლიათ (+ფოტოები)

სააღდგომო დეკორაციები, რომლის შექმნაც მეორადი ნივთებისგან შეგიძლიათ (+ფოტოები)

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს სააღდგომო დეკორაციები განსაკუთრებულად ფერადს ხდის. როგორც წესი, დეკორაციების შეძენისთვის ჩვენი ბიუჯეტიდან არცთუ ისე მცირე ფინანსები იხარჯება. დეკორატორები ხშირად გვირჩევენ, რომ ოპტიმალური გამოსავალია, საკუთარი ხელით დავამზადოთ სააღდგომო დეკორაციები, თუნდაც მეორადი ნივთებისგან და ამ პროცესში ოჯახის ყველა წევრი – პატარაც და დიდიც ჩავრთოთ.

EDU.ARIS.GE ესაუბრა სახვითი ხელოვნების პედაგოგს, მედეა ნოზაძეს რომელიც იმ სააღდგომო დეკორაციების შესახებ მოგიყვებათ, რომელთა შექმნაც მეორადი ნივთებისგან შეგიძლიათ, თან ისე, რომ ყველაზე კრიტიკულად შემფასებელი სტუმარიც კი აღაფრთოვანოთ.

– ქალბატონო მედეა, პირველ რიგში, გვითხარით, რა დაგვჭირდება  მარტივი და ბიუჯეტური სააღდგომო დეკორაციების შესაქმნელად, რა ნივთები მოვიმარაგოთ სანამ საქმეს შევუდგებით?

– თქვენ დაგჭირდებათ ყველაფერი მეორადი, რაც შეიძლება, სახლში გქონდეთ. მაგალითად  მაკულატურა, ასევე ფერადი ძაფები, რომელიც დამეთანხმებით, თითქმის ყველა ოჯახში მოიპოვება. დაგვჭირდება მაკრატელი და წებო. თუ გაქვთ, საღებავები და ე.წ მძივები, ასევე ყველა ის ნივთი, რომელსაც ფიქრობთ, რომ გამოიყენებთ. გაითვალისწინეთ, ერთი შეხედვით უბრალო ნივთებისაგანაც კი საოცარი დეკორაციების შექმნა შეგვიძლია.

– ვინ შეგვიძლია დავიხმაროთ დეკორაციების შექმნის პროცესში?

– ვინაიდან სააღდგომო დეკორაციებს ვაკეთებთ, აუცილებლად დაიხმარეთ შვილები და ოჯახის სხვა წევრებიც. როგორც წესი, დეკორაციების დამზადება საგაკვეთილო პროცესში ბავშვების ყველაზე სახალისო აქტივობაა და უსათუოდ დაინტერესდებიან. ისიც უნდა გაითვალისწინოთ, რომ თუ მათ ჩართვას აპირებთ, იდეები არ მოგაკლდებათ, რადგან მათი ფანტაზია საზღვრებს სცდება.

– აგვიხსენით, რას ვაკეთებთ და როგორ?

ფერადი კვერცხები – აღდგომის დღესასწაულის მთავრი სიმბოლო. შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა მასალის კვერცხი: ხის, ქაფის, პლასტმასის, მწყერის ან ქათმის კვერცხი, შეგვიძლია მუყაოსგან შევქნათ. ვღებავთ გუაშით ან სხვა საღებავით. ასევე, შეგვიძლია, კვერცხი ლამაზი ორნამენტებით გავაფორმოთ. მძივები თუ გავქვს, წებო დავიხმაროთ და კვერცხს დავაწებოთ.

ხელნაკეთი კალათა. ჩვენს მიერ დამზადებულ სააღდგომო კვერცხებს აუცილებლად დასჭირდება ლამაზი კალათა. ავიღოთ ერთჯერადი მუყაოს ჭიქა, ჩავჭრათ ძირამდე, ავიღოთ ფერადი ფურცლები, გადავკეცოთ ნახევრამდე და შევუკეცოთ ქვერდები როგორც ნიმუშზეა ნაჩვენები და მოვათავსოთ წინასწარ გამზადებულ მუყაოს ჭიქაში. ხელნაკეთ კალათში შეგვიძლია ჩავალაგოთ გამზადებული შეღებილი მცირე ზომის კვერცხები.

ხელნაკეთი ბუდე. ავიღოთ საქსოვი ძაფი და 5 სანტიმეტრის სიგრძის მუყაოს ქაღალდი, დავახვიოთ ძაფი და შემდეგ მივცეთ სასურველი ფორმა. რომ დავახვევთ, ის თანდათან ჩიტის ბუდეს დაემსგავსება და შევძლებთ მასში კვერცხის მოთავსებას.

ტოტების დეკორაცია. დაგვჭირდება ხის რამდენიმე ტოტი, რომელსაც შევღებავთ, ჩავდებთ ქოთანში ან ჩავამაგრებთ ხის სამაგრზე, გავაფორმებთ შეღებილი კვერცხებით და სასურველი
დეკორაციებით.

აქვე გეტყვით, რომ სხვადასხვა დეკორატიული კვერცხების გაფორმება სხვადასხვა მარცვლეულითაც შეგვიძლია. ამისათვის დაგვჭირდება ჩვენი სურვილისამებრ შერჩეული მარცვლეული, მაგალითად: ბარდა, ლობიო, ბრინჯი, სიმინდი ან წიწიბურა, წინასწარ გამზადებულ კვერცხს ვუსვამთ წებოს და ვაფორმებთ მარცვლეულით.

თუ ყველა დამზადებულ დეკორაციას ერთ ადგილას მოათავსებთ, სააღდგომო განწყობა ნამდვილად დიდხანს გაგყვებათ.

ასევე იხილეთ:

როგორ აღნიშნავენ აღდგომას მსოფლიოს ქვეყნებში

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.