ახალი ამბები

ერდოღანი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას — სტოლტენბერგი

ერდოღანი დათანხმდა შვედეთის ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერას — სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი თანახმაა, თურქეთის პარლამენტს წარუდგინოს შვედეთის განაცხადი ალიანსში გაწევრიანების შესახებ.

“მოხარული ვარ, განვაცხადო… რომ პრეზიდენტი ერდოღანი დათანხმდა შვედეთის გაწევრიანების პროტოკოლის დიდი ეროვნული ასამბლეისთვის გადაცემას რაც შეიძლება მალე და მჭიდროდ თანამშრომლობას ასამბლეასთან [პროტოკოლის] რატიფიცირების უზრუნველსაყოფად”, — დასძინა სტოლტენბერგმა ვილნიუსში, სადაც ნატოს სამიტი იმართება.

დიდი ეროვნული ასამბლეა თურქეთის პარლამენტის სახელწოდებაა. სწორედ მან უნდა დაუჭიროს მხარი პროტოკოლს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ. ეს უკვე გააკეთა ნატოს წევრი 30 ქვეყნიდან 28-მ. რჩებიან მხოლოდ თურქეთი და უნგრეთი.

4 ივლისს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ მისი ქვეყანა მხარს დაუჭერდა შვედეთის განაცხას მას შემდეგ, რაც აღნიშნულის მზადყოფნას თურქეთი გამოთქვამდა.

სტოლტენბერგის ზემოხსენებულ განცხადებამდე, 10 ივლისს, ერდოღანმა თქვა, რომ შესაძლოა, თურქეთი დათანხმდეს შვედეთის ნატოში მიღებას, თუ ევროპული სახელმიწფოები „კარს გაუღებენ თურქეთს“ ევროკავშირის წევრობის გზაზე. ბუნდოვანია, მიიღო თუ არა თურქეთმა ამ კუთხით რაიმე დადებითი სიგნალი.


თურქეთს ამ დრომდე არ ჰქონდა გაცხადებული საბოლოო თანხმობა ნატოში შვედეთის მიღებაზე. მთავარი მიზეზია შვედეთის პოლიტიკა ქურთების მიმართ. ერდოღანის ხელისუფლება შვედეთისგან ქურთული ორგანიზაციების უფრო მეტ შეზღუდვას ითხოვს, რადგან ამ ორგანიზაციებს თურქეთისთვის საფრთხედ მიიჩნევს.

თავის მხრივ, შვედეთი აცხადებს, რომ აღებულ ვალდებულებებს ქურთებთან დაკავშირებით ასრულებს.

თურქეთი დიდი ხანია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატია, თუმცა პროცესი გაყინულია რამდენიმე მიზეზის გამო, რომელთა შორისა დემოკრატიის უკუსვლა და შეუთანხმებლობა ევროკავშირის წევრ კვიპროსთან.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.