ახალი ამბები

50-მდე ევროპარლამენტარი ხელისუფლებისგან სააკაშვილის EU-ში გადაყვანას ითხოვს

50-მდე ევროპარლამენტარი ხელისუფლებისგან სააკაშვილის EU-ში გადაყვანას ითხოვს

50-მდე ევროპარლამენტმა მიმართვა გაავრცელა, სადაც ისინი საქართველოს ხელისუფლებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ ევროპაში გადაყვანას სთხოვენ.

წერილის ადრესატები არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. ავტორებს შორის არიან ევროპარლამენტარები: პეტრას აუშტრევიჩუსი, რაფაელ გლუკსმანი, მაიკლ გალერი, ანდრიუს კუბილიუსი, მარიამ ლექსმანი და ა.შ.

ევროპარლამენტარები წერენ, რომ შეშფოთებულნი არიან მიხეილ სააკაშვილის ვიზუალური მდგომარეობის გამო, რომელიც მათ იხილეს სასამართლო პროცესზე ყოფილი პრეზიდენტის საავადმყოფოდან ჩართვისას. მათი თქმით, ეს ვიზუალური მდგომარეობა ცალსახად ასახავს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის სწრაფ და მკვეთრ გაუარესებას.

“ცხადია, რომ სააკაშვილის ახლანდელი მდგომარეობა ძალიან შემაშფოთებელია, რასაც პოტენციურად საშინელი შედეგები და სიცოცხლის დაკარგვა შეიძლება მოჰყვეს“, — წერენ ევროპარლამენტარები წერილში, რომელიც 12 ივლისით არის დათარიღებული.

ევროპარლამენტარების თქმით, მათ მტკიცედ სჯერათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება ცხადად მიანიშნებს იმაზე, რომ ამჟამინდელი სამედიცინო ჩარევები არ უზრუნველყოფს და არ ეხმარება მის სწრაფ გამოჯანმრთელებას. შესაბამისად, ისინი მიიჩნევენ, რომ ვითარების გამოსასწორებლად სასწრაფო ზომებია მისაღები მანამ, სანამ ვითარება კრიტიკულ ზღვარს მიაღწევს.

აქედან გამომდინარე, ევროპარლამენტარები ხელისუფლებას მოუწოდებენ, მიმართოს „მორალურად გამართულ ერთადერთ სწორ გადაწყვეტილებას“:

„გადაიყვანეთ ყოფილი პრეზიდენტი სააკაშვილი ევროკავშირის ერთ-ერთ ქვეყანაში, სადაც ის შეძლებს აუცილებელი და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მიღებას“.

ევროპარლამენტარები ხაზს უსვამენ აღნიშნული შემთხვევის მნიშვნელობაზე საქართველოს EU-ში შემდგომი ინტეგრაციის გზაზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.