რუსეთი სახელმწიფო დონეზე უცხო სიტყვების გამოყენებას კრძალავს
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს სახელმწიფო დონეზე უცხო სიტყვების გამოყენების დაუშვებლობის შესახებ.
გამონაკლისია ის სიტყვები, რომლებსაც ანალოგი არ აქვთ რუსულ ენაზე და შესულია ნორმატიულ ლექსიკონებში.
კანონი აფართოებს იმ სფეროებს, სადაც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ენა ექვემდებარება სავალდებულო გამოყენებას. ეს არის ოფიციალური ურთიერთობები, საფოსტო ფულადი გზავნილები; განათლება და ა.შ.. ეს სფეროები ასევე მოიცავს სახელმწიფო და მუნიციპალურ საინფორმაციო სისტემებს და სხვა.
მთავრობის პორტალზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 2005 წლის კანონში ცვლილებების მიზანია რუსული ენის სტატუსის დაცვა და მხარდაჭერა.
უცხოენოვანი სიტყვების სია, რომელთა გამოყენება ჯერ კიდევ შესაძლებელია, ცალკე გამოქვეყნდება. ცვლილებებში არ არის ნახსენები სასჯელი მათთვის, ვინც არ იცავს განახლებულ კანონს.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.
ამ კანონპროექტის მიზანია საქართველოში მოქმედი იმ მედია და არასამთავრობო ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკვირდებიან და აკრიტიკებენ ხელისუფლებას.