ახალი ამბები

თურქეთიდან დაბრუნებული დენის პროკოპენკო „აზოველებს“ შეხვდა

თურქეთიდან დაბრუნებული დენის პროკოპენკო „აზოველებს“ შეხვდა

„აზოვის“ ეროვნული გვარდიის ბრიგადის მეთაური დენის პროკოპენკო (რედისი), თურქეთიდან დაბრუნების შემდეგ, პერსონალს შეხვდა.

„აზოვის“ ცნობით, ვიცე-პოლკოვნიკი დენის პროკოპენკო ამჟამად რეაბილიტაციას გადის და მალე განაახლებს სამსახურს.

„ტყვეობაში ყოფნისას ვთქვი, რომ ჩემთვის ეს ომი არ დასრულდება მანამ, სანამ ჩვენს უკანასკნელ მებრძოლს არ დავაბრუნებთ ტყვეობიდან და არ აღვადგენთ უკრაინის საზღვრებს 1991 წლის მდგომარეობამდე. მე ვარ ჯარისკაცი. მე არ მაინტერესებს არანაირი სხვა საქმიანობა, გარდა სამხედრო საქმისა. ჩემი გული, სული, სხეული „აზოვს“ ეკუთვნის“, — განაცხადა რადისმა ბრიგადის მებრძოლებთან შეხვედრისას.

„აზოვის“ 5 მებრძოლები — დენის პროკოპენკო, სვიატოსლავ პალამარი, სერგეი ვოლინსკი, ოლეგ ხომენკო და დენის შლეგა — თურქეთიდან უკრაინაში ივლისის დასაწყისში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის თვითმფრინავით დაბრუნდნენ. ისინი თურქეთში მას შემდეგ იმყოფებოდნენ, როდესაც ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის“ დატოვების შემდეგ ტყვედ ჩაბარდნენ. ტყვეების გაცვლის ერთ-ერთი პირობა ის იყო, რომ „აზოვსტალის“ მეთაურები ომის დასრულებამდე თურქეთში უნდა დარჩენილიყვნენ.

კრემლმა განაცხადა, რომ „აზოვის“ მეთაურების უკრაინაში დაბრუნებით როგორც ანკარამ, ისე კიევმა შეთანხმება დაარღვიეს.

თურქეთიდან უკრაინაში დაბრუნებულმა დენის პროკოპენკომ თქვა, რომ ისევ აპირებს ჩაერთოს ბრძოლებში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.