ახალი ამბები

ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა 10 სექტემბრამდე პერიოდულად შეიზღუდება

ამირეჯიბის გზატკეცილზე მოძრაობა 10 სექტემბრამდე პერიოდულად შეიზღუდება

თბილისში, ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე საავტომობილო მოძრაობა 26 აგვისტო—10 სექტემბრის შუალედში გარკვეული დროით შეიზღუდება.

როგორც თბილისის მერია აცხადებს, ამის მიზეზი გზატკეცილის გასწვრივ კლდეზე ქვათაცვენის საწინააღმდეგო ბადის მოწყობის სამუშაოებია.

მიმდინარე წლის აგვისტოში აღნიშნულ ტერიტორიაზე კლდიდან ქვები ორჯერ ჩამოცვივდა და მოქალაქეები დაშავებას სასწაულებრივად გადაურჩნენ.

„26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 12:00 საათამდე, ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილზე – ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთიდან მიხეილ თამარაშვილის ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში ავტომობილების გადაადგილება შეიზღუდება.

შეზღუდვის პერიოდში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილის, სულხან ცინცაძისა და მიხეილ თამარაშვილის ქუჩის გამოყენებით.

გარდა ამისა, 26 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით, 06:00-დან 08:00 საათამდე, მოძრაობა შეიზღუდება თამარაშვილის ქუჩიდან ჭაბუა ამირეჯიბისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის გზატკეცილების კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

აღნიშნულ საათებში ავტომობილები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილისა და ცინცაძის ქუჩების, ასევე, ჩოლოყაშვილის გზატკეცილის საშუალებით”, — აცხადებს თბილისის მერია.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.