ახალი ამბები

პროგრამა არასწორად შეიარჩიე და სწავლა სხვა ქალაქში გიწევს? – როდის შეგიძლია შეცვალო პროგრამა თუ შეგეშალა

პროგრამა არასწორად შეიარჩიე და სწავლა სხვა ქალაქში გიწევს? – როდის შეგიძლია შეცვალო პროგრამა თუ შეგეშალა

2022 წლის ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე ეროვნული რეკორდი დამყარდა – აქამდე არნახული რაოდენობის აბიტურიენტი სტუდენტი გახდა. ამის და ასევე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის უფროსის, სოფიო გორგოძის რეკომენდაციების მიუხედავად, რეიტინგული სიის შევსებისას, აბიტურიენტების ნაწილს, მაინც არასწორად შერჩეული პროგრამების გამო პრობლემები აქვს:

„უკაცრავად, ჩარიცხვების შემდეგ უნივერსიტეტს ვერანაირად ვერ შევცვლით? შემთხვევით თელავის უნივერსიტეტი გვქონდა მითითებული“…

EDU.ARIS.GE-მ კითხვებზე პასუხები შეფასებებისა და გამოცდების ცენტრთან გადაამოწმა:

– ახლა ვერ შეცვლით. უნივერსიტეტის შეცვლა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ მობილობის დროს არის შესაძლებელი.

რა ხდება თუ თქვენ პროგრამის არჩევის დროს დაუშვით შეცდომა და სხვა პროგრამაზე იმავე უნივერსიტეტში გადასვლა გსურთ?

– პროგრამის შეცვლა თქვენ 6 თვეში, შემდეგი მობილობის დროს შეგიძლიათ სცადოთ.

არ იდარდოთ, გული არ გაიტეხოთ და დაისვენეთ – სწავლის დაწყებამდე სულ ცოტა დრო არის დარჩენილი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.