ახალი ამბები

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“ ჩატარდა

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით კონფერენცია „სამართლის აქტუალური საკითხები“ ჩატარდა

სსიპ გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პრაქტიკული სამართლის კლინიკისა და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის ორგანიზებით 2022 წლის 4-5 თებერვალს ჩატარდა სტუდენტთა მეხუთე საუნივერსიტეტთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, „სამართლის აქტუალური საკითხები“.

კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის და ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა.

შეხვედრა გახსნა გორის უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა გიორგი სოსიაშვილმა, რომელმაც მიულოცა მონაწილეებს მორიგი წარმატებული კონფერენცია და ისაუბრა მსგავსი ღონისძიებების მნიშვნელობაზე სტუდენტების პროფესიული განვითარების საქმეში.

წარმოდგენილი იყო 45 ავტორის 31 ნაშრომი.

კონფერენციის მსვლელობისას, მოხსენებების შემდეგ, პროფესორ-მასწავლებელთა ჩართულობით წარიმართა საინტერესო დისკუსია.

გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.