ახალი ამბები

გახარია: ფორმულა არის, “ოცნებამ” და ენმ-მ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი

გახარია: ფორმულა არის, “ოცნებამ” და ენმ-მ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი

პარტიის “საქართველოსთვის” ლიდერ გიორგი გახარიას განცხადებით, ბათუმში განვითარებული მოვლენებით ყველაზე მეტად პოლიცია დაზარალდა.

გახარიას თქმით, პოლიციელებს, ერთი მხრივ, მოუწიათ “ოცნების” დავალების შესრულება, მეორე მხრივ კი- “ნაციონალური მოძრაობის” უსაფუძვლო კრიტიკის მოთმენა. გახარია ამბობს, რომ ეს ორი ძალა ერთმანეთს კვებავს და გამოსავალია, რომ არჩევნებზე მათ ვერ გადალახონ 50%-იანი ბარიერი.

“ბათუმში განვითარებულ მოვლენებს ტურიზმთან არავითარი კავშირი არა აქვს. არავინ არ არის ტურიზმის წინააღმდეგი. აქ ყველაზე ცუდ დღეში ჩვენი პოლიცია აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ხელისუფლება აიძულებს პოლიციას, დაიცვას რუსეთის ის მოქალაქეები, რომლებიც ამბობენ, რომ დარღვეული აქვთ ოკუპაციის კანონი, რომლებიც თვლიან, თურმე საქართველო იყო აგრესორი და რომლებიც არ ცნობენ საქართველოს სუვერენიტეტს. მეორეს მხრივ, იგივე პოლიციამ უნდა მოითმინოს ამ დურაკი “ნაციონალური მოძრაობის” წარმოუდგენელი თავდასხმები და შეტევები. მერე ეს პოლიციელები ვეღარ უძლებენ, ტოვებს სამშობლოს და მექსიკის გავლით მიდიან შეერთებულ შტატებში ემიგრაციაში”,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, “ოცნება” ჰიბრიდულ ომს აწარმოებს საკუთარი პოლიციის, ხალხის, ბიზნესის და ყველას წინააღმდეგ აწარმოებს.

“ეს ის ხალხია, რომელიც ქმნის ილუზიას, რომ ქვეყანაში მათ გარდა სხვა ალტერნატივა არ არსებობს. ამაში პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობა ეხმარება. ბიძინა “ოცნებით” ქმნის ილუზიას, რომ თურმე საქართველოში ალტერნატივა არ არსებობს და მიშა “ნაციონალური მოძრაობით” ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ეს ილუზია რეალობა გახდეს. სწორედ ამიტომ ვამბობთ, რომ ფორმულა არის, ამ ორმა წარსულის რადიკალურმა უვარგისმა ძალამ ვერც ერთ შემთხვევაში 50%-იანი ბარიერი ვერ გადალახოს. ეს არის ერთადერთი შესაძლებლობა, ამათი კოჰაბიტაცია წარსულს ჩავაბაროთ”, – აცხადებს გახარია “ტიკტოკზე” გამოქვეყნებულ ვიდეოში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.