ახალი ამბები

რაც ჩვენ ვიწვალეთ მისი არჩევისთვის, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციურია — მდინარაძე ზურაბიშვილზე

რაც ჩვენ ვიწვალეთ მისი არჩევისთვის, ახია ჩვენზე, იმდენად ტენდენციურია — მდინარაძე ზურაბიშვილზე

მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ „ოცნებაზე“ ახია ის ძალისხმევა, რაც პარტიამ სალომე ზურაბიშვილის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩადო.

ხვალ 31 მარტს, საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე უნდა წარსდგეს. მდინარაძეს ჟურნალისტებმა დღეს სალომე ზურაბიშვილის განცხადება შეახსენეს, სადაც ის ამბობს, რომ ივანიშვილი ოლიგარქია და ჰკითხეს, ფიქრობს თუ არა ის, რომ პრეზიდენტი ამაზე ხვალაც ისაუბრებს.

მდინარაძემ განაცხადა, რომ წინასწარ ვერ ისაუბრებს იმაზე, თუ რის თქმას აპირებს ზურაბიშვილი. და აქვე დასძინა:

„ხშირად არის არაობიექტური შეფასებები. ხანდახან ადამიანს გიჩნდება განცდა – რაც ჩვენ ამ ადამიანის არჩევისთვის ჩვენს მოსახლეობას .. ათასი „მესიჯი“ მივაწოდეთ, რაც ჩვენ ვიწვალეთ. ახია ჩვენზე, რომ იტყვიან, იმდენად ტენდენციური აღმოჩნდა, საბოლოო ჯამში ქალბატონო სალომე.“

2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე მმართველმა პარტიამ სრული პარტიული რესურსი გამოიყენა ზურაბიშვილის მხარდასაჭერად. მეორე ტურში კი საარჩევნო ბანერებზე ზურაბიშვილის ნაცვლად „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოსახეს.

ფოტოზე: ბიძინა ივანიშვილი სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ბანერზე 2018 წელს.

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „აგენტების“ შესახებ.
მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია.
ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.