ახალი ამბები

გეგმავს თუ არა ლომჯარია პოლიტიკაში მოსვლას

გეგმავს თუ არა ლომჯარია პოლიტიკაში მოსვლას

ყოფილი სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, რომელმაც საზოგადოებრივი პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტა“ დააფუძნა, ამბობს, რომ პლატფორმის პოლიტიკურ პარტიად გადაკეთება არ იგეგმება, მისი პირადი გეგმების შესახებ კი მოგვიანებით ჩამოყალიბდება.

„საზოგადოებრივ პლატფორმას აქვს თავისი წესდება, ჰყავს მმართველი რგოლი და ჩვენ შეთანხმებული ვართ, რომ ეს არის საზოგადოებრივი პლატფორმა. ამ წუთას გვაქვს პირველადი მიზნები, რომ ამ პლატფორმის გარშემო მოვახდინოთ საზოგადოების კონსოლიდაცია. ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გადავდოთ და ვიმოქმედოთ იმისთვის, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი. მას შემდგომ, ცოტა ბუნდოვანია ჩემთვისაც, როგორი პოლიტიკური ვითარება იქნება ქვეყანაში. ალბათ, უფრო შემდგომ ჩამოვყალიბდები ჩემს პირად გეგმებთან დაკავშირებით“, — განუცხადა „ნეტგაზეთს“ ლომჯარიამ იმ კითხვის საპასუხოდ, გამორიცხავს თუ არა მომავალში საზოგადოებრივი პლატფორმის პოლიტიკურ სუბიექტად ტრანსფორმირებას.

ნინო ლომჯარიამ სამოქალაქო პლატფორმა „საქართველოს ევროპული ორბიტის” პრეზენტაცია გამართა. პლატფორმის თავდაპირველი მიზანია „იმოქმედოს ევროკავშირის სტატუსისთვის”.

რა გეგმები აქვს „ევროპულ ორბიტას“? — ახალი პლატფორმის პრეზენტაცია

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.