ახალი ამბები

ხაზარაძე კობახიძისთვის სასამართლოში ჩივილს აანონსებს

ხაზარაძე კობახიძისთვის სასამართლოში ჩივილს აანონსებს

თიბისი ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სამოქალაქო სარჩელს აანონსებს სასამართლოში, მას შემდეგ, რაც ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ წინა ხელისუფლების დროს ხაზარაძე ბიზნესის რეკეტის პროცესებში იყო ჩართული.

“დღეს ბიძინამ კობახიძის პირით ახალი ბინძური პროპაგანდა წამოიწყო. თურმე მე ვიყავი წინა ხელისუფლების დროს ბიზნესის რეკეტში ჩართული. ყველაფერს აქვს საზღვარი, ეს ბინძური პროპაგანდა და ცილისწამება უნდა დამთავრდეს! კობახიძეს ამ ბრალდების დამტკიცება მოუწევს სასამართლოში, სადაც გარანტირებულად წააგებს და პასუხს აგებს, მურუსიძეც ვერ უშველის ტრადიციულ გაყალბებაში. ასევე, თქვენი პარტიის ბოტებს და ტროლებს ჩემს მიერ გამოსახლებული ხალხის სიაც წამოაღებინეთ, საბუთებით, ფაქტებით… გელოდებით! ქართულ პოლიტიკაში ცილისწამება და ტალახის სროლა უნდა დამთავრდეს! გელოდებით სასამართლოში საბუთებით”, – წერს ხაზარაძე.

როგორც განცხადებიდან იკვეთება, ხაზარაძე აპირებს კობახიძეს უჩივლოს ღირსებისა და პატივის შელახვის საქმეზე.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.