ახალი ამბები

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ტრამპის მოკავშირე აირჩიეს

აშშ-ში წარმომადგენელთა პალატის სპიკერად ტრამპის მოკავშირე აირჩიეს

ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატაში სპიკერის თანამდებობაზე რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენელი მაიკ ჯონსონი აირჩიეს.

მის კანდიდატურას მხარი 220-მა წარმომადგენელმა დაუჭირა, 209 მოწინააღმდეგის საპირწონედ.

51 წლის ჯონსონი ლუიზიანის შტატის წარმომადგენელია.

ამერიკის ხმის თანახმად, ჯონსონი საზოგადოებამ ყველაზე უკეთ დონალდ ტრამპის მხარდაჭერით გაიცნო.

“ის ემხრობოდა ყოფილი პრეზიდენტის უსაფუძვლო მტკიცებას იმის თაობაზე, რომ 2020 წლის არჩევნები გაყალბდა. დონალდ ტრამპს „ბრძოლის გაგრძელებისკენ“ მოუწოდებდა და პენსილვანიის შტატის შედეგების გაუქმებას ითხოვდა. დონალდ ტრამპმა ჯონსონის ნომინირებას მხარი დაუჭირა.

სპიკერი ერთი და იმავე სქესის მქონე წყვილთა ქორწინების წინააღმდეგია და 2022 წელს წარმოადგინა საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმადაც სკოლებში გენდერული იდენტობის საკითხების განხილვა უნდა აკრძალულიყო. ის ასევე ეწინააღმდეგება აბორტის უფლებას და მიესალმება უზენაესი სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას, რომლითაც საყოველთაოდ, ფედერალური მასშტაბით გარანტირებული აბორტის უფლება გაუქმდა.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჯონსონი უკრაინისთვის დახმარების გაგზავნის წინააღმდეგია და ამბობს, რომ სჯობს ეს თანხა ქვეყნის შიდა პრობლემების მოსაგვარებლად, მათ შორის საზღვრის დაცვის გასაუმჯობესებლად დაიხარჯოს”, – წერს ამერიკის ხმა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.