ახალი ამბები

მადონა კალანდიას ისტორია

მადონა კალანდიას ისტორია

უკვე 29 სექტემბერია. უსაშინლესი დღე ჩემს ცხოვრებაში.

ორი კბილებამდე შეიარაღებული აფხაზი ბოევიკი შემოიჭრა ჩემს ქუჩაზე. ოთხი უსაყვარლესი ნათესავი ერთად დახვრიტა. მეც უნდა მოვეკალით, მაგრამ ერთმა უთხრა მეორეს, სახლში შევიყვან, ოქროს წავართმევ და მერე მოვკლავო. კარგი, ოღონდ ჩქარა მოათავე ეს საქმე. ოქრო გამოართვი და მოკალიო. მივეცი აფხაზს ფული, დედაჩემის და ჩემი ოქროს ნივთები. მოეწონა, საკმაო რაოდენობის იყო. გაუხარდა. მითხრა, არ მოგკლავ, გარეთ არ გამოხვიდე ჩემმა მეგობარმა არ დაგინახოსო. კიბეები ჩაირბინა და ავტომატის ჯერი გაუშვა მეგობარს რომ გაეგო… 

წავიდა და ოთხი საყვარელი ადამიანი ერთად, ერთ ეზოში დახვრიტა. ოთხივეს ჩემი ხელით დავუხუჭე თვალები და გავაპატიოსნე. შემდეგ ჩემი სახლის წინ სიმინდის ყანაში ვიმალებოდი… შემოვიდნენ აფხაზები, ქუჩაში ღორი მოკლეს, ეზოში შემოათრიეს და მკვდრებს გვერდით მიუწვინეს…

მადონა კალანდიას ისტორია

ძლივს მოვახერხეთ მე და ბიცოლამ მისი შვილის საკუთარ სახლში გადაყვანა და მის მდივანზე დაწვენა… შვიდი დღის მერე ყანიდან გამოვედი, დავინახე, ბიცოლას ბარი ეჭირა ხელში რომ შვილი დაემარხა. ბარი გამოვართვი და საფლავი მე გავუთხარე ბიძაშვილს, არა, ძმას. დედისერთა ვიყავი, ყველაზე პატარა, ბიძაშვილები მხრებზე შემისვამდნენ და ,,აჩუ აჩუ ცხენოს» ძახილით ეზოში დამარბენინებდნენ… ასეთ ბიძაშვილს ჩემი ხელი გავუთხარე საფლავი, ზეწარში შევახვიე და ისე დავასაფლავე სახლს უკან. დანარჩენების საფლავიც მოგვიანებით გავთხარე, რადგან ყოველ საათში მოდიოდნენ აფხაზები და ამოწმებდნენ ხომ არ დამარხეს მიცვალებულებიო…

აფხაზეთის ომმა ჩემს ხერხემალზე გადაიარა. გაგრაში აფხაზებმა დაიჭირეს 21 წლის ბიჭი, ვაჟა ჩიქოვანი, ბიძაშვილისშვილი. მიიყვანეს სახლში. სახლს წაუკიდეს ცეცხლი. მას თვალები დათხარეს, ყველა სახსარი გადაუტეხეს, მერე დაკეპეს და ღორებს შეაჭამეს… ქართველობის გამო… სოხუმში, ბათუმის ქუჩაზე მომიკლეს ორი უსაყვარლესი დეიდაშვილი… მომიკლეს მოსწავლეები, ძმები მაჩაიძეები… მეგობრები, მეზობლები… ერთ მეზობელს საკუთარი ხელით გაათხრევინეს საფლავი და ცოლ-შვილი ცოცხლად დაამარხვინეს…

პირველი წიგნის პრეზენტაციაზე მსოფლიო დონის ნოველისტმა, ქართული მწერლობის რაინდმა, ბატონმა რეზო მიშველაძემ ასეთი რამ მითხრა… მადლობას გიხდი ,ჩემო მადონა რომ არ გაბოროტდი, ქუჩაში არ დგახარ და კენჭებს არ ისვრიო. თვითონაც მიკვირს როგორ გავუძელი ამდენ მწუხარებას, ტყვეობას და როგორ გადავრჩი. მადლობას ვუხდი  უფალს ჩემი გადარჩენისთვის!

Подписаться на Telegram канал cyxymu

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.