ახალი ამბები

კალაძე მელიასთან დებატების აზრს ვერ ხედავს

კალაძე მელიასთან დებატების აზრს ვერ ხედავს

“ქართული ოცნების” მერობის კანდიდატი კახა კალაძე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში გადასულ ოპონენტთან დებატების აზრს ვერ ხედავს.

თბილისის მოქმედი მერის თქმით, იგი ვერ ხედავს ვერანაირ აზრს დებატებში დაუჯდეს ადამიანს, რომელსაც მისი თქმით, არანაირი ხედვა და პროგრამა არ გააჩნია.

კალაძემ მელიას საზოგადოებრივი მაუწყებლის წინასაარჩევნო დებატების დატოვებაც შეახსენა მის მიერ გაჟღერებულ დაპირებებს კი ტყუილი უწოდა:

„მაშინ, როცა მელია დებატებიდან გარბის. მაშინ, როცა სტუდიაში ხულიგნობს და ილანძღება. მაშინ, როცა წინასაარჩევნო კამპანიისას ჩემი ოჯახის შეურაცხყოფით იყვნენ დაკავებულები.

მაშინ, როცა არანაირი ხედვა თბილისთან დაკავშირებით და საარჩევნო პროგრამა არ წარმოუდგენიათ, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაახსენდათ დებატები? რამდენიმე დღის წინ ორი დაპირება გააჟღერეს და ორივე დიდი ტყუილი“,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძეს დებატებში მონაწილეობა ნიკა მელიამ დღეს, 19 ოქტომბერს შესთავაზა.მელია კალაძეს დებატებისთვის ნებისმიერ დროს და ეთერს სთავაზობდა და ამბობდა, რომ დებატები რეალური უნდა იყოს და არა დადგმული.

ნიკა მელია კახა კალაძეს დებატებში იწვევს

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.