ახალი ამბები

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი • Unified Portal of e-Services

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა სქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარება დაიწყეს.

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი • Unified Portal of e-Services

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოსა“ და ამავე სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ წარმომადგენლებმა სქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში ტრენინგების ციკლის ჩატარება დაიწყეს.

ტრენინგი განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების თანამშრომლებისთვის, ისე სახელმწიფო რწმუნებულების — გუბერნატორების ადმინისტრაციების წარმომადგენლებისთვის და ეხება კვალიფიციური სანდო მომსახურებისა და განახლებული ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) პრაქტიკული დანიშნულების საკითხებს. ტრენინგები მიმდინარე წლის 11 სექტებრს დაიწყო და 21 სექტემბრის ჩათვლით 8 ქალაქში (თბილისი, რუსთავი, თელავი, ბორჯომი, ზუგდიდი, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი) ჩატარტება.

სატრენინგო კურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა წარმომადგენლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების, კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის/შტამპისა და ელექტრონული სერვისების ერთიან პორტალზე (My.gov.ge) ხელმისაწვდომი ელექტრონული სერვისების გამოყენების პრაქტიკული ასპექტების შესახებ.

„აღსანიშნავია, რომ ხსენებული საკანონმდებლო ვალდებულების შესრულება საჯარო სექტორის მხრიდან გარკვეულ მომზადებას საჭიროებს, რაც გულისხმობს ტექნიკური მხარდაჭერის აუცილებლობას, ცნობიერების გაზრდას ამ სფეროში და საჯარო სექტორში დასაქმებული პირების შესაბამის კომპეტენციას, რომელიც გარკვეულ დროსა და ძალისხმევას, ასევე საჯარო უწყების მხრიდან კოორდინირებულ მართვას მოითხოვს. სწორედ ამ პროცესის მიზანმიმართულად წარმართვისა და ადმინისტრაციული ორგანოების მიერ კანონის იმპლემენტაციის პროცესის მხარდასაჭერად არის გამზნული ტრენინგების ციკლის ჩატარება. ამასთან, „მონაცემთა გაცვლის სააგენტომ“ ახლახანს ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალის (My.gov.ge) განახლებული ვერსია გაუშვა, რომელიც არაერთ ისეთ სერვისს აერთიანებს, სადაც საჭიროა ელექტრონული ხელმოწერის/შტამპის გამოყენება. შესაბამისად ვგეგმავთ, რომ ტრენინგის მონაწილეებს აღნიშნული პორტალის ფუნქციონალი და პრაქტიკული გამოყენების დეტალებიც გავაცნოთ“, — ნიკოლოზ გაგნიძე, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „მონაცემთა გაცვლის სააგენტოს“ თავმჯდომარე.

ელექტრონული სერვისების ერთიანი პორტალი • Unified Portal of e-Services

2017 წლის 21 აპრილს მიღებულ იქნა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონი, რომელიც განსაზღვრავს ელექტრონული დოკუმენტის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს. ზემოხსენებული კანონი ნოვაციებს ითვალისწინებს ქართულ სამართლებრივ სივრცეში, კერძოდ, კვალიფიციურ ელექტრონულ ხელმოწერას ენიჭება პირადი ხელმოწერის თანაბარი იურიდიული ძალა და დასაშვებად მიიჩნევა ადმინისტრაციულ და სასამართლო სამართალწარმოების პროცესში. ელექტრონულ დოკუმენტზე უარის თქმა მხოლოდ საგამონაკლისო, კერძო შემთხვევებში იქნება შესაძლებელი.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.