ახალი ამბები

29 საპილოტე სკოლაში მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო

29 საპილოტე სკოლაში მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო

პირველად საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში, მანდატურის სამსახურმა სასკოლო მედიაციის განხორციელება დაიწყო.

როგორც მანდატურის სამსახურის 8 ნოემბერს გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სასკოლო მედიაცია საგანმანათლებლო დაწესებულებაში აღდგენითი პროცესების, სასკოლო კონფლიქტებზე რეაგირების და მათი კონსტრუქციული გზით გადაჭრის საუკეთესო მექანიზმია და მისი მიზანია, ადრეული და ეფექტური ჩარევით, კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი გადაწყვეტა, პროაქტიული რეაგირება და პრევენცია.

უწყებისვე ცნობით სასკოლო მედიაციის კონცეფცია და მედიაციის გაწევის წესი მანდატურის სამსახურმა ევროპელ და ადგილობრივ ექსპერტებთან მჭიდრო თანამშრომლობით შეიმუშავა. სასკოლო მედიაცია არის სრულიად ახლებური მიდგომა საქართველოს საგანმანათლებლო სივრცეში და წარმატებული დასავლური პრაქტიკა.

მედიაციის პროცესს მანდატურის სამსახურის სპეციალურად გადამზადებული მედიატორები: ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი და დაგეგმარებისა და ანალიზის სამმართველოს კოორდინატორები გაუძღვებიან.

საწყის ეტაპზე, სასკოლო მედიაცია საპილოტედ შერჩეულ, საქართველოს 29 საჯარო სკოლაში განხორციელდება, მათ შორის, აჭარის, იმერეთის, ქვემო ქართლის, შიდა ქართლის რეგიონებსა და თბილისში.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.