ახალი ამბები

ელექტრონულ ჟურნალებში სემესტრული შეფასებების ასახვა ისევ ვერ მოხერხდა – EMIS-ის ახალი ინსტრუქცია პედაგოგებს ნიშნების კორექტირებისთვის

ელექტრონულ ჟურნალებში სემესტრული შეფასებების ასახვა ისევ ვერ მოხერხდა – EMIS-ის ახალი ინსტრუქცია პედაგოგებს ნიშნების კორექტირებისთვის

2021-2022 სასწავლო წლის პირველი სემესტრის შეფასებების ელექტრონულ ჟურნალში საბოლოო ასახვის ვადად 11 იანვარი იყო გამოცხადებული, თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, ხარვეზები, რომელიც ახლად დანერგილ ჟურნალს ახლდა, კვლავ გამოწვევად დარჩა და 12 იანვარს, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას კვლავ მოუწია განმარტების გაკეთება და მითითებების მიცემა სკოლებისთვის.

„ემისი“-ს მიერ დღეს გამოქვეყნებული ინსტრუქცია, თუ როგორ უნდა მოიქცეს სკოლა იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს არ უფიქსირდება სემესტრული შეფასება სწორად და იძლევა საშუალებას მოხდეს სემესტრული ნიშნის კორექტირება:

  1. გადაამოწმეთ, რომ სკოლის ადმინისტრაციას ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში eSchool-ში არ აქვს წაშლილი იმ კლასის განრიგი, რომელშიც გსურთ სემესტრული ქულის/ქულების კორექტირება.
    თუ კლასი წაშლილია სემესტრული ქულების კორექტირება უნდა მოახდინოს სკოლის დირექტორმა (ან მისი როლის მქონე სხვა პირმა) „მონაცემების“ მოდულიდან, მოსწავლის ბარათის მეშვეობით (იხილეთ დანართი N 1).
  2. თუ კლასი არ არის წაშლილი და თქვენს ჟურნალში რომელიმე კლასში ფიქსირდება მოსწავლესთან/მოსწავლეებთან არასწორი სემესტრული ქულა/ქულები მაშინ:

2.1 მიმართავთ სკოლის ადმინისტრაციას (დირექტორს) რათა მან მოხსნას კონკრეტულ კლასზე სემესტრის დადასტურება (იხილიეთ დანართი N2)
2.2 შემდგომ აგზავნით მოდულიდან „მოთხოვნები“ შესაბამის მოთხოვნას სემესტრული ქულის კორექტირებაზე (იხილიეთ დანართი N2)
2.3. დასტურის შემთხვევაში შედიხართ ჟურნალში, სასურველ კლასში/კლასებში და ცვლით სასურველ მოსწავლესთან/მოსწავლეებთან სემესტრულ ქულას;
2.4. ამის შემდეგ კვლავ ადასტურებთ სემესტრულ შეფასებებს (უკვე კორექტირებულს) ჟურნალში.

ვიდეო ინსტრუქცია: სემესტრული შეფასების კორექტირება მონაცემების მოდულიდან

დანართები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.