ახალი ამბები

ათასობით მოსწავლე და ერთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე – ქუთაისი სასწავლო სემესტრის დაწყების პირველ დღეს

ათასობით მოსწავლე და ერთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე – ქუთაისი სასწავლო სემესტრის დაწყების პირველ დღეს

დღეს საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ამის მიუხედავად, მოსწავლეების ნაწილი კვლავ დისტანციურად სწავლობს. ქუთაისში ონლაინ სწავლების რეჟიმში 3499 მოსწავლე რჩება – ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა.

ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სულ 35 450-მდე მოსწავლე ირიცხება.

მიუხედავად კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მძვინვარებისა, ცქიტიშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქუთაისში არსებულ სკოლებში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მხოლოდ ერთი, მე-11 საჯარო სკოლაა გადასული და ისიც – ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო.

ასევე იხილეთ:

მეორე სემესტრში დისტანციური სწავლება ისევ ათასობით მოსწავლემ მოითხოვა – მონაცემები

მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.