ათასობით მოსწავლე და ერთი სკოლა ონლაინ სწავლებაზე – ქუთაისი სასწავლო სემესტრის დაწყების პირველ დღეს
დღეს საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა. ამის მიუხედავად, მოსწავლეების ნაწილი კვლავ დისტანციურად სწავლობს. ქუთაისში ონლაინ სწავლების რეჟიმში 3499 მოსწავლე რჩება – ამის შესახებ ინფორმაცია EDU.ARIS.GE-ს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა მიაწოდა.
ქუთაისში სულ 38 საჯარო და 10 კერძო სკოლა ფუნქციონირებს, სადაც სულ 35 450-მდე მოსწავლე ირიცხება.
მიუხედავად კორონავირუსის ახალი შტამის, „ომიკრონის“ მძვინვარებისა, ცქიტიშვილის ინფორმაციით, სასწავლო პროცესი ქუთაისში არსებულ სკოლებში შეფერხების გარეშე მიმდინარეობს. მთლიანად დისტანციურ რეჟიმზე ქალაქის მხოლოდ ერთი, მე-11 საჯარო სკოლაა გადასული და ისიც – ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამო.
ასევე იხილეთ:
მეორე სემესტრში დისტანციური სწავლება ისევ ათასობით მოსწავლემ მოითხოვა – მონაცემები
მოამზადა ჟუკა ბანძელაძემ