ახალი ამბები

განათლების სამინისტრო: სკოლის თანამშრომელთა ტესტირება კორონავირუსზე გაგრძელდება

განათლების სამინისტრო: სკოლის თანამშრომელთა ტესტირება კორონავირუსზე გაგრძელდება

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 30 იანვრის ინფორმაციით, სკოლებში უსაფრთხო გარემოს უზრუნველსაყოფად Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება ინტენსიურად მიმდინარეობს და პროცესი გაგრძელდება.

საგულისხმოა, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, სხვადასხვა ჯგუფებზე სავალდებულო ტესტირების დროებით შეჩერება გასულ კვირას, მთავრობის საკოორდინაციო სხდომის შემდეგ დააანონსა, განათლების სამინისტრო კი დღეს გავრცელებულ ინფორმაციაში წერს:

“სასკოლო სივრცეში სასწავლო პროცესის განახლებასთან ერთად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს მასწავლებელთა და ადმინისტრაციული პერსონალის ტესტირების პროცესი. როგორც ცნობილია, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა 400-ზე მეტი საჯარო და კერძო სკოლის ექიმი გადაამზადეს. სწორედ გადამზადებული ექიმები უზრუნველყოფენ აღნიშნულ სკოლებში Covid-19-ზე თანამშრომელთა ტესტირებას. ხოლო იმ სკოლებში, სადაც ექიმები ჯერ არ გადამზადებულან, ტესტირების პროცესი დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით გაგრძელდება”.

ცნობისთვის, ორჯერადად აცრილი ან კოვიდგადატანილი მასწავლებლები კორონავირუსზე ორ კვირაში ერთხელ PCR ტესტით მოწმდებიან, ერთჯერადად აცრილი ან აუცრელი მასწავლებლები კი – კვირაში ერთხელ სწრაფი ანტიგენ-ტესტით

ამავე თემაზე:

მასწავლებლების სავალდებულო ტესტირება კოვიდზე დროებით შეჩერდება – ამირან გამყრელიძის განმარტება

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.