ახალი ამბები

ზურაბიშვილი მთავრობას და ეკლესიას ვაქცინაციის ხელშესაწყობად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

ზურაბიშვილი მთავრობას და ეკლესიას ვაქცინაციის ხელშესაწყობად ზომების მიღებისკენ მოუწოდებს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საზოგადოებას პანდემიის საკითხებზე თანამშრომლობისკენ მოუწოდებს.

“ჩვენ მომსწრე ვართ უპრეცედენტო მასშტაბის ტრაგედიის ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც ისედაც დემოგრაფიულ კრიზისს განიცდის. დღევანდელ კატასტროფულ მდგომაროებაზე ყველანი ვართ პასუხისმგებელნი. სახელმწიფო პასუხისმგებლობით აღჭურვილი პირებს, მეც მათ შორის, უფრო აქტიური კამპანიის ჩატარება და მეტი გამბედაობა გვევალება ვაქცინაციის პოპულარიზაციისთვის. პასუხისმგებლობა ასევე ეკუთვნის პარტიებს, რომლებიც დემონსტრაციებს მართავენ რეგულაციების მიუხედავად. პასუხისმგებლობა დიდია საპატრიარქოსი, რომელიც მაინც თავს იკავებს კურთხევის მიცემისგან, რაც საშუალებას უტოვებს ცალკეულ სასულიერო პირებს რომ იქადაგონ ანტივაქსერული პროპაგანდა. პასუხისმგებლობა არის სამედიცინო სფეროს ზოგიერთი წარმომადგენლის, რომლის შეხედულებებიც საერთო საქმეს ვნებს. პასუხისმგებლობაა ჩვენი მოქალაქეების, ვიცნ პირადი შიშების გამო ქვეყანას დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე აყენებს”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და ხელისუფლებას “სასწრაფო და მკაცრი ზომების” მიღებისკენ მოუწოდა:

“სავალდებულო აცრა რისკ-ჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის”.

სალომე ზურაბიშვილმა მოუწოდა მედიას, გახშირდეს გადაცემები ვაქცინაციის პროცესის ხელშესაწყობად. სამოქალაქო სექტორს — გააქტიურებისკენ, ხოლო პარტიებს თავშეკავებისკენ მოუწოდა.

“კიდევ ერთხელ მივმართავ საპატრიარქოს, რომ ეკლესიამ მისცეს მრევლს მკაფიო მითითება და მაგალითი. სამაგიეროდ, ვეწინააღმდეგები და მიუღებლად მიმაჩნია, რომ დავუბრუნდეთ ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვას და ნებისმიერ ჩაკეტვას. მიუღებელია, რადგან ეს დააზარალებს ქვეყნის ეკონომიკას და მოსახლეობის იმ ნაწილს, რომელიც ისედაც უმძიმესი სოციალური გამოწვევების წინაშე იმყოფება”, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

განცხადების გაკეთებამდე პრეზიდენტი დღეს, 3 ნოემბერს, საქართველოს კათოლიკოს-პატიარქს შეხვდა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.