ახალი ამბები

ტყიბულში მეშახტე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

ტყიბულში მეშახტე დაიღუპა, არიან დაშავებულებიც

რამდენიმე საათის წინ ტყიბულის შახტში მომხდარ “ინციდენტს” ერთი მეშახტის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაშავდა არაერთი მუშა. ჯერჯერობით დაუზუსტებელია, რა მოხდა კონკრეტულად და რამ გამოიწვია ხსენებული შემთხვევა.

ერთ-ერთი დაშავებულის გარდაცვალება “ნეტგაზეთს” ტყიბულის კლინიკის გენერალურმა მენეჯერმა, იური ელიაშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, კლინიკაში 9 მუშა მიიყვანეს, რომელთაგან ერთ-ერთის მდგომარეობა უმძიმესი იყო.

ელიაშვილის თქმით, დაშავებული “1-1.5 საათის მანძილზე” ხელოვნური სუნთქვის აპარატზე ჰყავდათ, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

რაც შეეხება დანარჩენ 8 მუშას: იური ელიაშვილის თანახმად, ტყიბულის კლინიკაში მათ პირველადი დახმარება გაეწიათ, თუმცა, მიღებული დამწვრობების გამო, საჭირო გახდა მათი გადაყვანა თბილისში, დამწვრობის ცენტრში.

“მოვიდა კატასტროფის მანქანები და სულ ყველა გადაიყვანეს თბილისში”, — აღნიშნა მან.

კომპანია “საქნახშირში” ამ ეტაპზე ვერ აკონკრეტებენ, რა მოხდა ტყიბულის შახტში. როგორც კომპანიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” უთხრეს, ადგილზე “ინციდენტს” ჰქონდა ადგილი, თუმცა დეტალები ამ დრომდე დაუზუსტებელია.

“ახლა შრომის უსაფრთხოების სამსახურის სპეციალისტები არიან ადგილზე და იკვლევენ, რა მოხდა”, — აღნიშნავენ “საქნახშირში”.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სახის სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.