ახალი ამბები

დავითობასთან დაკავშირებით აწსუ-ის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს

დავითობასთან დაკავშირებით აწსუ-ის სტუდენტებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს

8 თებერვალი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეა. დავითობასთან დაკავშირებით, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებმა, ფოლკლორულ ანსამბლ ,,ადილას” წევრებმა და ლექტორ-მასწავლებლებმა, საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსვლელობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინიციატივით გაიმართა. ყვავილებით შეამკეს დავით აღმაშენებლის ძეგლი.

,,მნიშვნელოვანია, რომ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი აგრძელებს ტრადიციას, რომელიც ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტმა დაამკვიდრა და დავითობის დღესასწაულის აღნიშვნას ეხება. ჩვენ არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი ღირსეული წარსული. ის, თუ როგორ შეძლო 16 წლის ახალგაზრდამ ქვეყნის გაძლიერება. საუკუნეების შემდეგაც კი სანიმუშოდ მოგვყავს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია. მინდა მივულოცო დავითობა ყველას, სრულიად საქართველოს და ვისურვო ისეთი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო გააძლიერებს”,- აღნიშნა უნივერსიტეტის რექტორმა როლანდ კოპალიანმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს ტრადიციულად ყოველ წელს აღნიშნავს.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.