ახალი ამბები

ელექტრონული ჟურნალის დასახვეწად მასწავლებლები ამუშავდნენ – მათემატიკის პედაგოგის ინსტრუქციები EMIS-ისთვის

მათემატიკის მასწავლებელი, გიორგი ლაფერიშვილი სკოლებში ელექტრონული ჟურნალის წარმოებასთან დაკავშირებით თავის მოსაზრებას დღეს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ჯგუფსა და მასწავლებლებს უზიარებს და დეტალურად განმარტავს, რა უნდა შეიცვალოს, რომ ჟურნალის წარმოება, რომელიც დღეს უამრავ პრობლემასთან არის დაკავშირებული, როგორმე გაიმართოს, რადგან მისი აზრით, მოლოდინი, რომ ელექტრონული ჟურნალის დანერგვა შეამსუბუქებდა ჟურნალის წარმოების რუტინულ შრომას, არ გამართლდა. თვალსაჩინოებისთვის, პედაგოგი ფოტოსაც აქვეყნებს:

ელექტრონული ჟურნალის დასახვეწად მასწავლებლები ამუშავდნენ – მათემატიკის პედაგოგის ინსტრუქციები EMIS-ისთვის

მასწავლებლის რეკომენტაციები კი ასეთია:

  1. ჟურნალში მოსწავლეთა სიაში ერთ გვერდზე სასურველია ჩანდეს მოსწავლეთა გვარების ჩამონათვალი მაქსიმალური რაოდენობით, მაგალითად 30 მოსწავლის გვარი და არა 11 მოსწავლის როგორც ეს არსებულ ელექტრონულ ჟურნალშია, ამისათვის უჯრების ზომები უნდა შემცირდეს Microsoft Excel-ის უჯრის ზომებამდე.
  2. მოსწავლის გვარის გასწვრივ სასურველია უძრავ სვეტში ჩანდეს მის მიერ მიღებული ნიშნების საშუალო არითმეტიკული ქულა დაგაცდენების ჯამური რაოდენობა, ხოლო დანარჩენი სვეტები იყოს მოძრავი და დათარიღებული, რათა შეიძლებოდეს გვერდის გასრიალებით მოსწავლის მიერ მიღებული ნიშნების დათვალიერება, ისე როგორც ეს მარტივად კეთდება Microsoft Excel-ში. და ნაჩვენებია სურათზე. ასევე ყოველი სვეტის ბოლო უჯრაში სასურველია ჩანდეს მოცემულ დღეს გაცდენების ჯამური რაოდენობა, როგორც ამას ქაღალდის ჟურნალში ვაკეთებდით.
  3. სასურველია ნიშნის შეტანა შესაბამის უჯრაში ერთი წკაპით (ნაცვლად 5-ისა), ხოლო კორექტირება ნიშნის მონიშვნით ან ორმაგი წკაპით, ამისთვის საკლსაო და დამოუკიდებელი ნიშნებითვის სვეტები უნდა იქნას გამიჯნული, ისე როგორც ეს სურათზეა ნაჩვენები.
  4. სემესტრის განმავლობაში მოსწავლის მიერ მიღებული ყველა ნიშნის ნახვა, სასურველია ხორციელდებოდეს სიაში მის გვარზე ერთი წკაპით ან ორმაგი წკაპით. ნაცვლად იმისა, რომ გადახვიდე “კლასი”-ის რეჟიმში, აირჩიო მოსწავლის ნიშნების ნახვა, სადაც შესაძლებელია ნიშნების მხოლოდ დათვალიერება და არა მათი რედაქტირება, რისთვისაც კვლავ უნდა დაბრუნდე “ჟურნალი”-ის რეჟიმში. ამიტომ ნიშნების რედაქტირება სასურველია შესაძლებელი იყოს ყველგან სადაც ისინი ჩანს.
  5. ჩანიშნული შემაჯამებლების ჩამონათვალის ნახვა სასურველია შესაძლებელი იყოს ერთი წკაპით ან ორმაგი წკაპით, რათა მარტივად ხელმისაწვდომი იყოს მათი რედაქტირება და არასწორად ჩანიშნული შემაჯამებლების გაუქმება ან ახალი შემაჯამებლის ჩანიშვნა.

გიორგი ლაფერიშვილი სთხოვს ყველას, ვისაც რაიმე შეხება აქვს ელექტრონულ ჟურნალთან, საკუთარი აზრი დააფიქსიროს და ამით მონაწილეობა მიიღოთ ელექტრონული ჟურნალის დახვეწაში.

ასევე იხილეთ:

რა შეუკვეთეს და რა ჩამოვიდა – როგორ იქცა ელექტრონული ჟურნალი მასწავლებლებისა და მოსწავლეების თავის ტკივილად

ელექტრონული ჟურნალის პრობლემების უგულვებელყოფა არ გამოგვივა – ვრცელი ინტერვიუ EMIS-ის წარმომადგენელ ნინო ეფხოშვილთან

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.