უცხო ქვეყნების უმაღლესებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო – როდის ჩატარდება გამოცდა

შეფასებისა და გამოცდების ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო. უცხო ქვეყნების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან საქართველოში სწავლის გაგრძელების მსურველებს საშუალება ექნებათ 20 ივლისის 10:00 საათიდან 22 აგვისტოს 18:00 საათამდე მიმართონ განცხადებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს რეგისტრაციის თაობაზე.
განცხადება ივსება შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის შენობაში (მისამართი: თბილისი, ე. მინდელის ქუჩა N9), ხოლო რეგიონებში – საგანმანათლებლო რესურსცენტრებში, რომლებიც შემდგომ უზრუნველყოფენ ცენტრში განცხადებების გადმოგზავნას მართვის ერთიანი ავტომატური სისტემის (eflow) გამოყენებით.
განაცხადის ფორმა, საჭირო დოკუმენტაცია და სხვა დეტალური ინსტრუქცია რეგისტრაციისთვის იხილეთ ბმულზე.