ახალი ამბები

„არ არსებობენ შეუცვლელი დირექტორები, სკოლებს ახალი ძალა სჭირდება“ – დირექტორის წინასაგამოცდო მიმართვა

„არ არსებობენ შეუცვლელი დირექტორები, სკოლებს ახალი ძალა სჭირდება“ – დირექტორის წინასაგამოცდო მიმართვა

22 იანვარს საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველებს სერტიფიცირების პირველი ეტაპი ელოდებათ, რომელიც ტესტირებას გულისხმობს. საჯარო სკოლის დირექტორობის სურვილი 3000-ზე მეტმა პირმა გამოთქვა, ისინი განსაკუთრებულ საგამოცდო მზადებაში არიან და ვნებათაღელვაც იმატებს.

EDU.ARIS.GE -მ მომავალი დირექტორების გამხნევების სურვილით, მოქმედ დირექტორებს მიმართა.

„დირექტორის პოზიციის დაკავება უფრო ადვილია, ვიდრე ლიდერად ქცევა“ – სკოლის მმართველის 6 გზავნილი მომავალ კოლეგებს

მარინე ბერიანიძე, რომელიც წალკის მუნიციპალიტეტის #1 საჯარო სკოლის დირექტორია, საჯარო სკოლაში ახალი კადრების შესვლას მიესალმება და ამ კონტექსტში ახალგაზრდებს უფრო მეტად ამხნევებს:

„მინდა, ყველა დირექტორობის მსურველს გამოვუცხადო ჩემი მხარდაჭერა. ახალი სისხლის გადასხმა ჩვენს სფეროში აუცილებელია. მითუმეტეს არ არსებობენ შეუცვლელი დირექტორები. ახალი ძალა უცილებლად სჭირდებათ ჩვენს სკოლებს, განსაკუთრებით სჭირდება იქ, სადაც არ არიან სერტიფიცირებული დირექტორები და გვყავს დირექტორობის მოვალეობის შემსრულებლები.

„პირად მე, თათბირზეც დავუჭირე მხარი ყველა იმ ჩვენს კადრს, რომელიც აპირებს დირექტორების საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლას, ასეთი პედაგოგებიც გვყავს და ძალიან გვახარებს და ყველას ვუსურვებ დიდ წარმატებას, თუ სკოლაში იქნებიან ახალი სისხლის გადამსხმელი დირექტორები ღირსეულები, სერტიფიცირებულები, ყველა ბარიერგადალახულები, ეს მხოლოდ მისასალმებელია და დიდი პატივისცემით წარმატებას ვუსურვებ თითოეულ მათგანს.

„ახალგაზრდა კადრებს, რომლებსაც საჯარო სკოლის დირექტორობა სურთ, მინდა ვუთხრა, რომ ნუ შეშინდებიან, ისინი უფროს თაობაზე ბევრად უკეთესად გაართმევენ თავს ყველა პასუხისმგებლობას. დირექტორის ახალი სტანდარტიც იმ უნარების ფლობას ითვალისწინებს, რომელიც ჩვენი ახალი თაობისთვის პრობლემას არ წარმოადგენს. აქვთ დიდი ენერგია, საკმარისი მოტივაცია და კრეატივი. გეტყვით, რომ დირექტორობა ეს არ არის მარტივი საქმე, მაგრამ საჭირო საქმეა და სიამოვნებით გაართმევთ თავს“, – მიმართავს დირექტორობის მსურველებს წალკის პირველი საჯარო სკოლის დირექტორი.

ასევე იხილეთ:

სკოლის დირექტორობის მსურველთა ტესტირებისთვის საგამოცდო ცენტრები და ქცევის წესები გამოქვეყნდა

მოამზადა მზეო შველიძემ

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.