ახალი ამბები

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და სერტიფიცირება წელს არის“

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და სერტიფიცირება წელს არის“

„სკოლის დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და ჩვენ ჩართული ვართ განათლების სამინისტროსთან ერთად“, – ამის შესახებ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ბერიკა შუკაკიძემ დღეს, 22 ივლისს, პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, სადაც 2022 წლის სკოლის საუკეთესო დირექტორის გამოსავლენად დაანონსებულ კონკურსზე ისაუბრა.

„ჩვენ მივეკუთვნებით ისეთი ტიპის ქვეყნებს, სადაც სკოლის დირექტორს განსაკუთრებულად დიდი მნიშვნელობა ენიჭება. არის ქვეყნები, მაგალითად შვეიცარია, სადაც სკოლის დირექტორი სულ 15 წლის წინ შემოიღეს და იქ კომუნა მართავს სკოლას, მაგრამ ჩვენთან, ძლიერი სკოლის დირექტორი ნიშნავს ძლიერ სკოლას.

„ჩვენთვის, სკოლის დირექტორის სამუშაო იწყება ყველაზე ადრე და მთავრდება ყველაზე გვიან. სკოლის დირექტორი არის პასუხისმგებელი ყველაფერზე. არამარტო მატერიალურად პასუხისმგებელია, ის არის პასუხისმგებელი თითოეული მოსწავლის მდგომარეობაზე, თითოეული მოსწავლის პრობლემის აღმოფხვრაზე. ეს არის უნივერსალი მოედანზე, რომელსაც ყველგან ნახავთ – კორიდორებში, საკლასო ოთახებში, მასწავლებლებთან და მშობლებთან საუბრის დროს. სხვათა შორის, დირექტორების არჩევნები იგეგმება მომავალ წელს და წელს არის სერტიფიცირება. ჩვენ, განათლების სამინისტროსთან ერთად, ჩართული ვართ ამ პროცესში და ჩვენ ძალიან გვინდა, რომ სკოლის დირექტორი წარმოვაჩინოთ, როგორც საგანმანათლებლო ლიდერი და არა მარტო მენეჯერი“, – განაცხადა ბერიკა შუკაკიძემ “ტელეკომპანია იმედის” ეთერში.

საჯარო სკოლის დირექტორობის გამოცდას მსურველები მესამე წელია, უშედეგოდ ელიან. საკითხზე EDU.ARIS.GE-მ კითხვით განათლების მინისტრის მოადგილეს გასული წლის ბოლოსაც მიმართა. საქართველოს 2 083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1 022 სკოლას ჰყავს (2020 წელი, თებერვალი) და სასერტიფიკაციო გამოცდაზე, რომელიც კოვიდპანდემიის მიზეზით, ჯერ გადაიდო და შემდეგ სულ გაუქმდა, დარეგისტრირებულ პირთა რიცხვიც ცოტა არ იყო, ჩვენ ვიკითხეთ როდის ჩატარდება დირექტორობის მსურველთა გამოცდა.

როგორც განათლების მინისტრის მაშინდელმა მოადგილემ გვითხრა, უწყება, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „დირექტორის ახალ მოდელზე მუშაობს“, 2022 წელს კი, მას შემდეგ, რაც კონცეფციის შემუშავება მოხდება, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.

„დირექტორების გამოცდებს ელოდება ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს სურვილი დირექტორი გახდეს. გვაქვს ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ კონცეფციაზე და ჩვენი მიზანი არის ის, რომ სწორედ იმ მოდელს, რა მოდელსაც ვავითარებთ სკოლაში, ანუ სკოლა ჩვენ წარმოვიდგინეთ არა ცალკე მასწავლებელი, ცალკე დირექტორი, ცალკე რესურსცენტრი, არამედ ერთი მთლიანობა – როგორ უნდა მართოს და როგორ უნდა იყოს თანამშრომლობა. შესაბამისად, ვმუშაობთ დირექტორის ახალ მოდელზე და როგორც კი დავასრულებთ, მომავალ წელს, გამოცხადდება კონკურსი იმ მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიასაც დავამუშავებთ. შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ჩატარდება შესარჩევი კონკურსი“, – უთხრა ეკატერინე დგებუაძემ EDU.ARIS.GE-ს.

რა ეტაპზეა მინისტრის მაშინდელი მოადგილის მიერ ხსენებული ჯგუფის სამუშაო პროცესი მედიისთვის, უცნობია, რადგან არც განათლების მინისტრის დღევანდელი პირველი მოადგილე და არც თავად განათლების მინისტრი მედიასთან არ თანამშრომლობენ. მიხეილ ჩხენკელმა, გასულ წელს, პარლამენტის დეპუტატების მიერ დასმულ კითხვასაც კი ბუნდოვნად უპასუხა და მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გამოცდა გაისად ჩატარდებოდა და შემუშავებულია სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტი.

ასევე იხილეთ:

„სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“ – სამინისტრომ ვადაც დაასახელა

„სკოლის დირექტორები დღეს ძირითადად დაკავებულები არიან ტექნიკური საქმიანობით და არა შინაარსით“

რატომ არ ატარებს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შესარჩევ გადადებულ გამოცდებს?

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.