ახალი ამბები

აწსუ-ში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა

აწსუ-ში საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი საჯარო ლექცია საქართველოსა და უკრაინის სახელმწიფო ჰიმნებით გაიხსნა. ამით კიდევ ერთხელ გამოხატა უნივერსიტეტმა მხარდაჭერა უკრაინის მისამართით.

,,დღევანდელი დღე ყველაზე რთული დღეა საქართველოს ისტორიისთვის იმიტომ, რომ დამოუკიდებლობა, რომელიც გვქონდა წაგვგლიჯეს და მტკივნეულია იმით, რაც 1921 წელს ხდებოდა, იგივე დღეს ევროპის გულში ხდება. ამ ჭრილობის გახსენება საქართველოსთვის ორმაგად არის მნიშვნელოვანი. უკრაინა ჩვენი მოძმე ერია და ის ჩვენთვის განსაკუთრებული მეგობარია, საქართველო და მისი მოქალაქეები მხარს უჭერენ უკრაინის დამოუკიდებლობას“,- განაცხადა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ შალვა კირთაძემ.

ლექციაზე ,,საბჭოთა ოკუპაცია და საქართველო“ ისტორიული ნაწილი მიმოიხილა პროფესორმა სულხან კუპრაშვილმა. ლიტერატურულ ნაწილი, თუ როგორ აისახა 1921 წლის 25 თებერვლის მოვლენები მწერლობაზე და რა გამოხმაურება მოჰყვა მას, დამსწრე აუდიტორიას პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა გააცნო.

,,ჩვენ ტრადიციულად ვეხმიანებით ოკუპაციის მტკივნეულ შედეგებს და ჩემი დღევანდელი მოხსენებაც შეეხებოდა რუსული ოკუპაციას როგორ გამოეხმაურა იმდროინდელი ქართული მწერლობა. კარგად მოგეხსენებათ, საბჭოთა პერიოდში ეს მოვლენა მიჩნეული იყო ჩვენი ქვეყნის უდიდეს მიღწევად, წარმატებად.

საზოგადოების უდიდესი ნაწილი იძულებული იყო ასე აღექვა მაშინ მოვლენები. მიუხედავად ამისა, ჩვენი მწერლობის ნაწილმა და და საზოგადოებამ სწორად შეაფასა ეს მოვლენა, რომელიც 1921 წლის 25 თებერვლის შედეგად დაატყდა თავს ჩვენს ქვეყანას. მარო მაყაშვილი უნდა ვახსენეთ აუცილებლად, დიდი ქართველ მწერლის, კოტე მაყაშვილის ქალიშვილი, რომელიც გმირულად დაიღუპა ოკუპანტებთან ბრძოლაში და ვახსენეთ უკრაინაც, რადგან ჩვენი ქვეყნისთვის მძიმე დღეს დაემთხვა უკრაინაში ომი და მშვიდობა და გამარჯვება ვუსურვოთ მათ იმ მტერთან ბრძოლაში, რომელიც კვლავ აგრძელებს ჩვენი ქვეყნის ოკუპაციას“,- განაცხადა პროფესორმა ავთანდილ ნიკოლეიშვილმა.

აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით ღონისძიებები ტრადიციულად იმართება.

უნივერსიტეტის სხვა ამბები

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.