ისეთი სასაცილო განცხადებაა, საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს – კრამერი კობახიძეზე
დევიდ კრამერი,აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე, ეხმაურება ირაკლი კობახიძის განცხადებას „რუსეთს უკრაინაში უპირატესობის“ შესახებ და „გლობალური ომის პარტიაზე“ და აცხადებს, რომ მას ამ სიტყვების უნდა რცხვებოდეს.
„ამერიკის ხმასთან“ საუბარში, კრამერი ამბობს, რომ კობახიძის სიტყვები „ისე ჟღერს, თითქოს, ბატონი კობახიძე რუსეთის გამარჯვებას გულშემატკივრობს და ჩემი აზრით, ეს სამარცხვინოა“.
„თავიდანვე ვამბობდი და ძალიან ნათელია, რომ არავინ, საერთოდ არავინ არ ცდილობს საქართველოს რუსეთსა და უკრაინას შორის ომში ჩართვას. საერთოდ არავინ. ამერიკის შეერთებულ შტატებს უკანასკნელი, რაც სურს ისაა, რომ ეს ომი გაფართოვდეს და სხვა ქვეყნებიც მოიცვას. ასე რომ, ეს ისეთი სასაცილო განცხადებაა, რომ საკუთარი თავის უნდა რცხვენოდეს და ამ სასაცილო განცხადებებს თავი უნდა დაანებოს“, – ამბობს დევიდ კრამერი.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ 8 თებერვალს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის უპირატესობის ფონზე საქართველოს ომში ჩართვის ინტერესი გაზრდილია. ამ განცხადებას საზოგადოებისა და პოლიტიკოსთა ნაწილის მხრიდან დიდი კრიტიკა მოჰყვა.
მალევე, 9 თებერვალს კვლავ იგივე გაიმეორა და დასძინა, რომ რუსეთს ამჟამადაც და საერთო ჯამშიც უკრაინასთან ომში უპირატესობა აქვს. მისი თქმით, “ბოლო 1-2 კვირაში” უკრაინას არცერთი, რუსეთს კი 10-მდე დასახლებული პუნქტი აქვს აღებული
ნახეთ ვრცლად: