ახალი ამბები

ომი უკრაინაში — მე-7 დღე რუსეთის შეჭრიდან [განახლებადი]

უკვე მე-7 დღეა, რუსეთის არმია განუწყვეტლივ უტევს უკრაინას როგორც სახმელეთო, ისე საჰაერო და საზღვაო გზებით. რუსეთის შეჭრას ასეულობით მშვიდობიანი მოქალაქე და სამხედრო ემხვერპლა. ინტენსიურად იბომბება უკრაინის ქალაქები.

მნიშვნელოვანი დეტალები: 

  • რუსეთი 24 თებერვალს, გამთენიისას შეიჭრა უკრაინაში და სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. შეჭრას წინ უძღოდა რუსეთის პრეზიდენტის მიერ უკრაინის სეპერატისტული დონბასის და ლუგანსკის დამოუკიდებლობის აღიარება;
  • რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი აცხადებს, რომ მათი მიზანი „უკრაინის დემილიტარიზაცია და დენაციფიკაციაა“;
  • დასავლეთის ქვეყნებმა, მათ შორის, აშშ-მ, კანადამ, ევროკავშირმა, რუსეთის აგრესიის საპასუხოდ დააწესეს მძიმე ეკონომიკური სანქციები;
  • ევროპის ქვეყნებმა თქვეს, რომ უკრაინას მიაწვდიან სამხედრო იარაღს, ასევე, ავიაგამანადგურებლებს;
  • რუსეთის აგრესიის პასუხად, უკრაინამ 28 თებერვალს ოფიციალურად შეიტანა განაცხადი ევროკავშირის წევრობაზე;
  • რუსეთისა და უკრაინის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა ბელორუსში, თუმცა უშედეგოდ.

ნეტგაზეთი განახლებად რეჟიმში გთავაზობთ 2 მარტის სიახლეებს უკრაინაში მიმდინარე ომის  შესახებ. სიახლეები გამოჩნდება გვერდის თქვენ მიერ განახლების (დარეფრეშების) შემდეგ. 

მოვლენებს განახლებად რეჟიმში  შეგიძლიათ თვალი ადევნოთ ნეტგაზეთის ტელეგრამის არხზე: https://t.me/ambebiukrainidan

ამბებს რუსულ ენაზე შეგიძლიათ თვალი ადევნოთ და გაუზიაროთ მეგობრებს უკრაინაში ნეტგაზეთის რუსული ვერსიიდან: ru.netgazeti.ge 


08:20 – უკრაინის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ბრიგადის ბატალიონმა ხარკოვთან დღეს, 2 მარტს ხელში ჩაიგდო რუსეთის ექვსი უახლესი ტანკი Т-80БВМ, რომელიც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების მე-200-ე ბრიგადას ეკუთვნოდა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა unianწერს.

08:00 — ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, ისტორიამ აჩვენა, რომ „როდესაც დიქტატორები პასუხს არ აგებენ მათი აგრესიისთვის, ისინი უფრო დიდ ქაოსს იწვევენ“.

„პუტინი ცდებოდა, ჩვენ მზად ვართ“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა. მისი განცხადებით, აშშ კეტავს საკუთარ საჰაერო სივრცეს რუსული თვითმფრინავებისთვის. ვაშინგტონი ასევე მიიღებს დამატებით ზომებს რუსი ოლიგარქების წინააღმდეგაც.

რუსეთს ამ დროისთვის საჰაერო სივრცე დაუკეტეს ევროკავშირმა, კანადამ, დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მ.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.