ახალი ამბები

2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები განისაზღვრა

2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა და ოდენობები განისაზღვრა

საქართველოს მთავრობის მეთაურის ხელმოწერით, 2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობისა და ოდენობების, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებების განსაზღვრის, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისათვის გამოყოფილი სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობის განაწილების შესახებ დადგენილება გამოიცა.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილის მიერ 10 მარტს ხელმოწერილ ბრძანებაში ვკითხულობთ, 2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 250 000 (ორი მილიონ ორას ორმოცდაათი ათასი) ლარით.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებასა და პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებას შორის გასანაწილებელი გრანტის წლიური მოცულობა განისაზღვრა 2 000 000 (ორი მილიონი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ​​​​3“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 205 000 (ორას ხუთი ათასი) ლარით.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 80​​​1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ განსაზღვრული სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსება განისაზღვრა 45 000 (ორმოცდახუთი ათასი) ლარით.

დადგენილების თანახმად, 2022-2023 სასწავლო წლისათვის სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს 2 250 (ორი ათას ორას ორმოცდაათი) ლარისა.

უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები 2022-2023 სასწავლო წლისთვის და მათზე თანხების განაწილების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ირაკლი ღარიბაშვილის დადგენილებაში.

ასევე იხილეთ:

როგორ უნდა დავრეგისტრირდეთ 2022 წლის საერთო სამაგისტრო და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის გამოცდისთვს – რეგისტრაცია დაიწყო

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.