ახალი ამბები

რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი ვაშინგტონს გადასცეს – CNN

რუსეთში დაკავებული ამერიკელი კალათბურთელი ვაშინგტონს გადასცეს – CNN

ამერიკელი კალათბურთელი ბრიტნი გრაინერი, რომელიც რუსეთში დააკავეს და „ნარკოტიკული საშუალების შენახვასა და კონტრაბანდის“ ბრალდებით და 9 წლით პატიმრობა მიუსაჯეს, პატიმრების გაცვლის შედეგად გათავისუფლდა. ინფორმაციას ამის შესახებ CNN წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ აშშ-ის ხელისუფლებაში წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია, რომ ვაშინგტონმა მოსკოვს გრაინერის გათავისუფლების სანაცვლოდ, აშშ-ში დაკავებული რუსი იარაღის დილერი ვიქტორ ბუტი გადასცა, რომელიც აშშ-ში 25 წლიან სასჯელს იხდიდა. CNN აღნიშნავს, რომ პატიმრების გაცვლა არ შეეხო რუსეთში პატიმრობაში მყოფ კიდევ ერთ აშშ-ის მოქალაქეს, პოლ ველანს.

გამოცემა წერს, რომ აღნიშნულის შესახებ ინფორმირებულია როგორც გრაინერის, ასევე ველანის ოჯახი, თეთრი სახლი კი ამ საკითხზე ჯერჯერობით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებს.

გრინერი, რომელიც ქალთა შორის ერთ-ერთ საუკეთესო კალათბურთელად ითვლება, 2022 წლის თებერვალში დააკავეს საზღვარზე, ბარგში „კანაფის ზეთის აღმოჩენის შემდეგ“, როდესაც რუსეთში მატჩისათვის მიემგზავრებოდა.

რაც შეეხება ვიქტორ ბუტს, CNN აღნიშნავს, რომ ის ყოფილი საბჭოთა ჯარის ოფიცერია, რომელიც მსჯავრს იცხდიდა ანტი-საჰაერო ჭურვების უკანონო ექსპორტს და აწვდიდა შეიარაღებას ტერორისტულ დაჯგუფებებს. ბუტი, რომელიც „სიკვდილის ვაჭრის“ მეტსახელითაა ცნობილი 25 წლიანი პატიმრობა აშშ-ის მოქალაქეების მკვლელობის ხელშეწყობისთვის მიესაჯა.

Комментарии в Facebook

NewsTbilisi

Информационное агентство NewsTbilisi было создано в 2015 году для объективного освещения политических и социально-экономических процессов на Евразийском континенте.